ლუისბურგის ციხესიმაგრე
ლუისბურგის ციხესიმაგრე (ინგლ. Fortress of Louisbourg; ფრანგ. Forteresse de Louisbourg) — ეროვნული ისტორიული ადგილი კეიპ-ბრეტონში, ახალი შოტლანდია, კანადა.
პირველი ევროპული დასახლება ლუისბურგის ტერიტორიაზე 1713 წელს დაარსდა. 1745 წელს ბრიტანელების მიერ მიტაცებული ციხესიმაგრე იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის პერიოდში. 1748 წლის შეთანხმებით დაუბრუნდა ფრანგებს ინდოეთის ქალაქ მადრასის სანაცვლოდ. შვიდწლიანი ომის პერიოდში კვლავ ბრიტანულმა არმიამ დაიკავა.
1961 წელს კანადის მთავრობამ მიიღო ქალაქის ერთი მეოთხედი ნაწილის აღდგენის გადაწყვეტილება. ამჟამად ლუისბურგის ციხესიმაგრე კანადის ეროვნული ისტორიულ ღირსშესანიშნაობაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Fortress of Louisbourg National Historic Site - Parks Canada დაარქივებული 2004-06-16 საიტზე Wayback Machine.
- Louisbourg Institute დაარქივებული 2003-07-21 საიტზე Wayback Machine.
- Account of New England vessels used against Louisbourg in 1745 დაარქივებული 2009-08-13 საიტზე Wayback Machine.
- An essay on Fortress Louisbourg დაარქივებული 2013-05-30 საიტზე Wayback Machine.