კეიპ-ბრეტონი
კეიპ-ბრეტონი (ფრანგ. île du Cap-Breton) — კუნძული ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს სახელი შეესაბამება ფრანგულ სიტყვა „ბრეტანს“.
კეიპ-ბრეტონის კუნძული შედის კანადის პროვინციის ახალი შოტლანდიის შემადგენლობაში. თუმცა ის ფიზიკურად გამოყოფილია ახალი შოტლანდიის ნახევარკუნძულს, მცირე სიგრძის კანსოს სრუტის მეშვეობით. ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი კანსო, სწორედ ამ ქალაქიდან ხორციელდევა უმოკლესი დაკავშირება კუნძულზე. კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი ყველაზე მეტადაა დაცილებული კონტინენტს, ხოლო კუნძულის დასავლეთი და სამხრეთი სნაპიროები მდებარეობს წმინდა ლავრენტის ყურის ზოლში. ჩრდილოეთში მდებარე კუნძულებისგან კეიპ-ბრეტონი გამოყოფილია კაბორტის სრუტის მეშვეობით.
კუნძულზე მდებარეობს, ახალი შოტლანდიის რვა რაიონიდა ოთხი: კეიპ-ბრეტონი, ინვერნესი, რიჩმონდი და ვიქტორია. 2001 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად აქ ცხოვრობს 147,454 "კეიპ-ბრეტონელი"; დაახლოებით 16% არის ადგილობრივი მოსახლე. მოსახლეობის 95 % არის თეთრკანიანი. აღმსარებლობის მიხედვით აქ მცხოვრებთა 47,3 % ანგლიკანელია, კათოლიციზმის აღმსარებელთა რაოდენობა შეადგენს 22,1 %, ხოლო პროტესტანტობის 2,65 %.
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულის ფართობი შეადგენს 10,311 კვადრატულ კილომეტრს (3,981 კვ.კმ), მას მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მხრივ 77-ე ადგილი უკავია, ხოლო კანადაში მას მეთვრამეტე ადგილი აქვს. კუნძულის სანაპირო ზოლი კლდოვანია, ხოლო კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ტყის ვრცელი საფარი.
1936 წელს აქ დაარსდა კეიპ-ბრეტონის ზეგნის ეროვნული პარკი, მას 949 კმ² ფართობი ტერიტორია უკავია. კეიპ-ბრეტონის ჰიდროგრაფიული ქსელით საკმაოდ მდიდარია. კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ტბა ბრა-დ'ორი, ეს ტბა მცირე ზომის მდინარეების მეშვეობით უკავშირდება ოკეანეს. მტკნარი წყლის დიდი მარაგითაა ცნობილი ტბა აინსლი, სწორედ ამ ტბაში ჩაედინება მდინარე მარგარესი. კუნძულზე მრავლადაა სხვა მცირე ზომის მდინარეებიც.
ფოტო გალერეა
რედაქტირება-
ბრა-დ'ორის ტბის სანაპირო, ხედი მთა მარბლიდან.
-
კანსოს სრუტის სანაპირო ზოლი.
-
სმლერის სანაპირო, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში