ლუისა გონსალესი (ესპ. Luisa González; დ. 22 ნოემბერი, 1977, კიტო, ეკვადორი) — ეკვადორელი პოლიტიკოსი და სამართალმცოდნე. 2021 წელს აირჩიეს ეკვადორის ეროვნული ასამბლეის წევრად მანაბის პროვინციიდან. 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი,[1] რომელმაც პირველ ტურში დააგროვა ხმების 33,61 % და დაიკავა პირველი ადგილი.[2]

ლუისა გონსალესი
ლუისა გონსალესი
ლუის აგონსალესი 2022 წელს
ეკვადორის ეროვნული ასამბლეის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 მაისი, 2021 – 17 მაისი, 2023

საჯარო მმართველობის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 იანვარი, 2017 – 24 მაისი, 2017
პრეზიდენტირაფაელ კორეა
წინამორბედიპედრო სოლინეს ჩაკონი
მემკვიდრეხუან სებასტიან როლდანი

დაბადებული22 ნოემბერი, 1977 (1977-11-22) (47 წლის)
კიტო, ეკვადორი
პოლიტიკური პარტიამოქალაქეთა რევოლუციური მოძრაობა

2007-2017 წლებში, რაფაელ კორეს მთავრობაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. პოლიტიკაში მოსვლამდე მუშაობდა ეკვადორის გენერალურ მრჩევლად ესპანეთში, რაფაელ კორეას მთავრობის საჯარო მმართველობის მდივანია 2017 წლის იანვრიდან მაისამდე. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე ტურიზმის სამინისტროში ამავე მთავრობაში.

2023 წლის ივნისში წამოაყენა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, გილერმო ლასოს წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტიდან ერთი თვის შემდეგ.[3] საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც გაიმართა 20 აგვისტოს, დაიკავა პირველი ადგილი და ოქტომბერში მეორე ტურში მას კონკურენციას გაუწევს დანიელ ნობოა.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Redacción. (2023-05-23) Elecciones Ecuador 2023: entre Andrés Arauz, Carlos Rabascal y Luisa González está el candidato del correísmo a la Presidencia es-EC. ციტირების თარიღი: 2023-06-11
  2. Luisa Gonzalez will face Daniel Noboa in Ecuador's presidential runoff election. CNN (21 August 2023). ციტირების თარიღი: 21 August 2023.
  3. Revolución Ciudadana define a Luisa González y Andrés Arauz como su binomio tras la declinación de Jorge Glas. El Universo (2023-06-10). ციტირების თარიღი: 2023-06-11.
  4. „A presidential runoff is likely in Ecuador between an ally of ex-president and a banana tycoon's son“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 21 August 2023.