ლუიზ ჰაფმანი
ლუიზ ტოლ ჰაფმანი (დ. 24 ივლისი, 1951) — ამერიკელი მასწავლებელი, 30 წელზე ხანგრძლივი სწავლების გამოცდილებით, მრავალი წლის განმავლობაში ორიენტირებულია პოლარული მეცნიერებისა და კლიმატის კვლევებზე, და აქვს დაწერილი საგანმანათლებლო წიგნები და სტატიები ანტარქტიდაზე. ის არის აშშ-ის ყინულის ბურღვის პროგრამის ოფისის განათლებისა და ურთიერთობის დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია ბურღვის პროგრამის მეცნიერებისა და მათი კვლევის შედეგებზე ხაზგასმით გათვალისწინებულ ძალისხმევაზე.
ლუიზ ჰაფმანი | |
---|---|
ლუიზ ჰაფმანი მაკ-მერდოს სადგურზე | |
დაბ. თარიღი | 24 ივლისი, 1951 |
მოქალაქეობა | ამერიკის შეერთებული შტატები |
საქმიანობა | მეცნიერი |
მუშაობის ადგილი | აშშ-ის ყინულის ბურღვის პროგრამის ოფისის განათლებისა და ურთიერთობის დირექტორი |
ალმა-მატერი |
სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტი-კარბონდეილი (მეცნიერების ბაკალავრი) ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტი (მეცნიერების მაგისტრი) |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაჰაფმანმა დაიწყო თავისი კარიერა, როგორც აღმზრდელმა დამწყები კლასებისთვის, მათ შორის სპეციალური და მაღალნიჭიერი განათლების ჩათვლით. ჰაფმანმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში, კარბონდეილში 1973 წელს, ხოლო მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში 1979 წელს. 1989 წელს ჰაფმანი დაესწრო ეროვნული მეცნიერებისა და მასწავლებელთა ასოციაციის კონვენციას და შთაგონებული იყო პოლარული მკვლევარი უილ შტეგერის მიერ.[1] 1989 წლიდან ჰაფმანი მუშაობდა პოლარულ მკვლევრებთან და მაძიებლებთან, რათა ეცნობებინა მათი კვლევების შედეგები არამეცნიერული აუდიტორიისთვის,[2] მათ შორის ხელმძღვანელობდა საერთაშორისო პოლარული წლის (IPY) საერთაშორისო პოლარული ოფისის განათლებისა და ურთიერთობის კომიტეტის ფორმალური განათლების ქვეკომიტეტს.[3]
კარიერა და გავლენა
რედაქტირებაჰაფმანს აქვს 34 წლიანი სწავლების გამოცდილება, განსაკუთრებით ნაპერვილის სკოლებში,ილინოისში. 1989 წელს, მისი ინტერესები გადაიზარდა პოლარული მეცნიერებისა და განათლებისკენ, როდესაც ის და მისი სტუდენტები აკვირდებოდნენ ტრანს-ანტარქტიკულ ექსპედიციას ინტერნეტის საშუალებით. ტრანს-ანტარქტიკულ ექსპედიზიასთან დაკავშირებული ჰაფმანი რამდენიმე ზაფხულის განმავლობაში ატარებდა ვორქშოფებს საერთაშორისო პოლარული მასწავლებლებისთვის ანტარქტიდის ინსტიტუტში, ჰამლაინის უნივერსიტეტის გლობალური გარემოსდაცვითი განათლების ცენტრში, მინესოტაში.[4] ამასთანავე, იგი იყო თავგადასავლების შესახებ თავების კრებულის და ინსტიტუტის საერთაშორისო მასწავლებლების მიერ შექმნილი პროექტების თანაავტორი (Project Circles: World School for Adventure Learning)[5]. იგი მუშაობდა ჩიკაგოს მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმთან, როდესაც ისინი აწარმოებდნენ Omnimax-ის ფილმს, ანტარქტიდა[6], და იყო წიგნის, Antarctica: A Living Classroom-ის თანაავტორი.[7]
1995 წლიდან ზაფხულის არდადეგების დროს ჰაფმანი ოქროს ვაშლის ფონდის მასწავლებელთა სემინარების თანაავტორი მეცნიერების საზაფხულო გამოკითხვაში, რომელიც გაიმართა ჩიკაგოს მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმსა და ჩიკაგოს უნივერსიტეტში.[8][9] ჰაფმანმა შექმნა და ხელი შეუწყო კლიმატის ცვლილებისა და პოლარული მეცნიერების ბევრ სემინარს მასწავლებლებისთვის.[2]
2003 წელს ჰაფმანი აირჩიეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამაში მასწავლებლები არქტიკასა და ანტარქტიდაში[10] მონაწილეობის მისაღებად და გაატარა 2002-03 კვლევითი სეზონი ანტარქტიდაში დაიან მაკნაითის ნაკადის გუნდთან ერთად, რომელიც მაკ-მერდოს მშრალი ველების გრძელვადიანი ეკოლოგიური კვლევითი პროექტის ნაწილია.[11] ჯენი ბეისმანი იყო გუნდის ლიდერი და ჰაფმანის ზედამხედველი 2003 წლის სეზონზე.[12] მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა კვლევის ყველა შესაძლებლობით დახმარებას, ასევე გაკვეთილების, სურათებისა და ბლოგების გაგზავნას კლასებში მთელს მსოფლიოში, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ექსპედიციას. კიდევ ერთი პასუხისმგებლობა იყო პოლარული მეცნიერების სხვა მასწავლებლების მენტორობა, პოლარული კვლევის გამოცდილების გადაცემა: მენტორობა.[13]
2007 წელს ჰაფმანმა თავი დაანება სწავლებას და მიიღო განათლებისა და ურთიერთობის კოორდინატორის თანამდებობა ANDRILL-ისთვის, (ანტარქტიდის გეოლოგიური ბურღვა),[14] რომელიც მდებარეობს ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტში. თანამდებობაზე იგი პასუხისმგებელი იყო ყველა საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტზე, მათ შორის სტუდენტურ სამიტებზე კლიმატის ცვლილების შესახებ. ევალებოდა ისეთი რესურსების შექმნა მასწავლებლებისთვის, როგორიცაა კლიმატის ცვლილებაზე ფოკუსირებული გარემოსდაცვითი წიგნიერების ჩარჩო[15] და ანტარქტიდა: აღმოჩენების მოგზაურობა. ANDRILL-ში სხვა პასუხისმგებლობა მოიცავდა პოლარული გეომეცნიერებისა და კლიმატის ცვლილების მეცნიერების აუდიტორიისთვის გაზიარებას და ფორმალური და არაფორმალური განათლების პროგრამების მხარდაჭერას.[16]
ჰაფმანის ANDRILL-ში მუშაობის ფარგლებში, იგი ხელმძღვანელობდა ARISE-ის (ანდრილის კვლევაში ჩართვა მეცნიერების მასწავლებლებისთვის - ANDRILL Research Immersion for Science Educators) პროგრამას და ხელი შეუწყო ანტარქტიდაში რვა საერთაშორისო მასწავლებელს კვლევით მოგზაურობამდე, მოგზაურობის პერიოდში და მის შემდეგ.[17][18][19]
საერთაშორისო პოლარული წლის შემდეგ (IPY 2007-2012), ჰაფმანი მუშაობდა მკვლევართა და პედაგოგთა ჯგუფთან ერთად საერთაშორისო პოლარული განმანათლებლების ორგანიზაციის დასაარსებლად, სადაც მან აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.[20] მუშაობდა ოსლოში და მონრეალში მასწავლებლებისთვის სემინარების დაგეგმვაზე, მან ხელი შეუწყო საერთაშორისო სემინარების შექმნას პედაგოგებისთვის: პოლარული მეცნიერების შემოტანა საკლასო ოთახებში, რომელიც ჩატარდა პორტუგალიაში, (კოიმბრაში) და გერმანიაში, ჰანოვერში.
2016 წელს ჰაფმანმა აშშ-ის ყინულის ბურღვის პროგრამის ოფისის განათლებისა და ურთიერთობის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. პროგრამის ოფისი პასუხისმგებელია გრენლანდიასა და ანტარქტიდაში აშშ-ის ყინულის ბურღვის კოორდინაციასა და მხარდაჭერაზე. განათლებისა და ურთიერთობის პასუხისმგებლობა მოიცავს რესურსების შექმნას და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს ყინულის მეცნიერების აღმოჩენების საკლასო ოთახებსა და არამეცნიერულ აუდიტორიებში გადასატანად, STEM აქტივობების მრავალფეროვნების წახალისებას ყინულის სკოლის მეშვეობით, კურსდამთავრებულ სტუდენტებთან მუშაობას მათი კვლევის კომუნიკაციისთვის. ამის გარდა, ოფისის ფუნქცია არის მეცნიერების და მათი მუშაობის აქტივობებით წარმოჩენა და მათი შეტყობინების სხვადასხვა ტიპის აუდიტორიაზე მორგება.
ჯილდოები
რედაქტირება- მოწვეული სპიკერი სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში-კარბონდეილში ღონისძიებაზე Antarctica: Imagined Geographies 2012
- ოქროს ვაშლის ჯილდო სწავლებაში 2003 წელს
- ილინოისის მეცნიერების მასწავლებელთა ასოციაციის ჯილდო მეცნიერების სწავლებისთვის 1992 და 1996 წლებში
- 1998, 2001 ვინ ვინ არის ამერიკის მასწავლებლებს შორის [21]
- 1997–დღემდე ვინ არის ვინ ამერიკაში, ვინ ვინ არის შუა დასავლეთში, ვინ ვინ არის ქალებს შორის და ვინ ვინ არის მსოფლიოში[21]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Louise Huffman. Antarctic Explorers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-25. ციტირების თარიღი: 2016-07-04
- ↑ 2.0 2.1 NIU workshop invites school teachers to learn more about climate change science, Antarctica. NIU Today. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ IPY 2007-2008. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ History | Center for Global Environmental Education | School of Education | Hamline University. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ Project circles: the World School for Adventure Learning.
- ↑ Visiting. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-16. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ Antarctica: A Living Classroom.
- ↑ Meet Our Team. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ Teaching Climate Change? Try These Sites.. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ Huffman frontpage. Teachers Experiencing the Arctic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-25. ციტირების თარიღი: 2016-08-25
- ↑ McMurdo Dry Valleys Long-Term Ecological Research | Research Programs | INSTAAR | CU-Boulder. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ 77DegreesSouth - The Stream Team. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ Voices from the community. TEA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-07. ციტირების თარიღი: 2023-03-04.
- ↑ ANDRILL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-21. ციტირების თარიღი: 2016-08-25
- ↑ Environmental Literacy Framework. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-04. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ ANDRILL Education and Public Outreach: A Legacy of the IPY. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ ARISE Program | ANDRILL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-02. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ ANDRILL Postcard from the Field: ARISE Team Enjoys Spring Colors and Fragrances in NZ - Windows to the Universe. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ Louise Huffman. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ Council. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ 21.0 21.1 Marquis Who's Who. ციტირების თარიღი: 2016-07-07