ლუიზა დიოგუ
ლუიზა დიოგუ (პორტ. Luísa Dias Diogo; დ. 11 აპრილი, 1958) — მოზამბიკის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი, რომელსაც თანამდებობა ეკავა 2004-2010 წწ.
ლუიზა დიოგუ | |
მოზამბიკის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 თებერვალი, 2004 – 16 იანვარი, 2010 | |
პრეზიდენტი | ჟოაკიმ ჩისანო, არმანდუ გებუსა |
წინამორბედი | პასკუალ მოკუმბი |
მემკვიდრე | აირეს ალი |
დაბადებული | 11 აპრილი, 1958 |
1983 წელს დაამთავრა ედუარდ მონდლანეს უნივერსიტეტი მაპუტუში. 1980 წლიდან მუშაობდა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში. 1994 წლიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილეა.
ჟურნალ ფორბსის 2007 წლის აგვისტოს გამოკითხვის შემდეგ დაიკავა 87-ე ადგილი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალბატონს შორის[1].