ჟოაკიმ ჩისანო
ჟოაკიმ ალბერტო ჩისანო (პორტ. Joaquim Alberto Chissano; დ. 22 ოქტომბერი 1939, გაზის პროვინცია, პორტუგალიის მოზამბიკი) — მოზამბიკის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის მეორე პრეზიდენტი.
ჟოაკიმ ჩისანო | |
მოზამბიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 ნოემბერი 1986 – 2 თებერვალი, 2005 | |
წინამორბედი | სამორა მაშელი |
მემკვიდრე | არმანდუ გებუსა |
პორტუგალიის მოზამბიკის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 სექტემბერი, 1974 – 25 ივნისი, 1975 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | მარიუ და გრასა მაშუნგუ |
დაბადებული | 22 ოქტომბერი, 1939 გაზის პროვინცია, პორტუგალიის მოზამბიკი |
რელიგია | კათოლიკე |
დაიბადა 1939 წელს, გაზის პროვინციაში. სწავლობდა მედიცინას ლისაბონის უნივერსიტეტში. სამორა მაშელის გარდაცვალების შემდეგ პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად. მისი მმართველობის პერიოდში დამთავრდა სამოქალაქო ომი დაიწყო ერთპარტიული მმართველობის რღვევა. ხელახლა აირჩიეს 1993 და 1999 წლებში. 2005 წელს კი თანამდებობაზე შეცვალა არმანდუ გებუსამ.