ლიუბეკი
ლიუბეკი (გერმ. Lübeck) — ქალაქი ჩრდილოეთ გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში, მდინარე ტრავეზე, ბალტიის ზღვიდან 17 კმ. დაშორებით, მოსახლეობა 214 000 კაცი (2005 წლის მონაცემებით). 1987 წელს იუნესკომ ქალაქს მდიდარი ისტორიული ძეგლების კომპლექსის გამო მსოფლიო კულტურის საგანძურის სტატუსი მიანიჭა. დაარსების თარიღად ითვლება 1143 წელი. ქალაქში მოქმედებს უნივერსიტეტი, კონსერვატორია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლიუბეკი Lübeck | |||||
ჰოლშტენტორი | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | შლეზვიგ-ჰოლშტაინი | ||||
შიდა დაყოფა | Lübeck's Old City, St. Jürgen, Moisling, Buntekuh, Lübeck-St. Gertrud, Lübeck-Schlutup, Kücknitz, ტრავემიუნდე, Lübeck-St. Lorenz Nord და Lübeck-St. Lorenz Süd | ||||
კოორდინატები | 53°52′11″ ჩ. გ. 10°41′11″ ა. გ. / 53.86972° ჩ. გ. 10.68639° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Jan Lindenau | ||||
ფართობი | 214.13 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 13 მ | ||||
მოსახლეობა | 213,983 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 999 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0451, 04502 | ||||
საფოსტო ინდექსი | 23501 − 23570 | ||||
საავტომობილო კოდი | HL | ||||
ოფიციალური საიტი | luebeck.de | ||||
ავტომობ. კოდი | HL | ||||
ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი საწარმოა „დრეგერი“, სამედიცინო ტექნიკის ფირმა. ჰოლშტენტორი – ქალაქის ისტორიული ჭიშკარია, რომელზეც ლათინურადაა ამოტვიფრული: CONCORDIA DOMI FORIS PAX - თანხმობა შინ, მშვიდობა გარეთ.
ლიუბეკში მდებარეობს გერმანიის უძველესი გამომცემლობა „შმიდტ–რიომჰილდი“, რომელიც 1579 წელს დაარსდა, ასევე გერმანიის უძველესი ღვინის სავაჭრო სახლი „კარლ ტესდორპფი“, რომელიც 1678 წლიდან მოქმედებს.
ლიუბეკში დაიბადნენ ძმები მანები: თომასი და ჰაინრიხი. ცნობილ ბუდენბროკების სახლში მანების მუზეუმია გახსნილი. ლიუბეკში ცხოვრობს კიდევ ერთი ნობელიანტი – ცნობილი მწერალი გიუნტერ გრასი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website
- Lübeck information
- Lovebridge Lübeck დაარქივებული 2011-05-09 საიტზე Wayback Machine.