სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოჭორიშვილი.

ლუბა ილიას ასული ბოჭირიშვილი (დ. 17 სექტემბერი, 1914, სოფ. ბუშეტი, ახლანდელი თელავის რაიონი ― გ. 23 ივლისი, 1952, თბილისი) — ქართველი ეთნოგრაფი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1935 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ნაშრომში „ქართული კერამიკა“ ბოჭორიშვილმა წამოაყენა დებულება ქართული ხალხური კერამიკის ტიპოლოგიური ერთიანობისა და მისი ყველი ქართული მეთუნეობის კულტურუდან მომდინარეობის შესახებ; დაადგინა ამ კულტურის უშუალო კავშირი ჩრდილოეთ კავკასიასა და წინააზიის ანალოგიურ კულტურებთან. აღსანიშნავია ბოჭორიშვილის წვლილი ქართული ხალხური კოსტიუმისა და ხალხური ოქრომჭედლობის შესწავლაში, ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფის და ისტორიული ეთნოგრაფიის პრობლემების კვლევაში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება