ლორენ ჯერმანი
ლორენ ქრისტინ ჯერმანი (ინგლ. Lauren Christine German; დ. 29 ნოემბერი, 1978) — ამერიკელი მსახიობი. მან 2002 წელს, პირველი მნიშვნელოვანი როლი რომანტიკულ-კომედიურ დრამა ფილმში, „იჩქარე შეიყვარო“-ში შეასრულა. შემდეგ კი მიიღო მონაწილეობა საშინელებათა ჟანრის ფილმ: „ტეხასური ჟლეტა ხერხით“-ში(2003) და „ჰოსტელი 2“-ში (2007). 2011 წლიდან 2012 წლამდე ჯერმანს ჰქონდა მთავარი როლი, როგორც DHS აგენტი ლორი ვისტონი, CBS-ს სატელევიზიო დრამა სერიალში, „ჰავაის პოლიცია“-ში. ხოლო, 2012 წლიდან 2015 წლამდე, იგი გადაღებული იქნა, როგორც, ლესლი შეი, NBC-ს სატელევიზიო დრამა სერიალში, „ჩიკაგოს მეხანძრეები“-ში. 2016 წელს, მან დეტექტივის, კლო დეკერის როლის შესრულება, ამერიკულ ფანტაზიური ჟანრის სატელევიზიო სერიალ „ლუციფერი“-ში დაიწყო.[1]
ლორენ ჯერმანი | |
---|---|
ჯერმანი 2015 წელს, San Diego Comic-Con-ზე | |
დაბადების სახელი | ლორენ ქრისტინა ჯერმანი |
დაბადების თარიღი |
29 ნოემბერი, 1978 კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2000-დღემდე |
ადრინდელი ცხოვრება
რედაქტირებალორენ ქრისტინ ჯერმანი 1978 წლის 29 ნოემბერს დაიბადა ჰანთინგთონში, კალიფორნიის შტატში[2] , აშშ-ში. მამამისი სისხლძარღვების ქირურგია[3], ხოლო ბაბუამისი, ჯეიმზ ჯერმანი გერმანელი იყო, რომელიც 1909 წელს ამსტერდამში დაიბადა. ხოლო შემდგომ თავის ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ლორენის წინაპრების დარჩენილი ნაწილი ინგლისელია. ლორენსმა დაამთავრა „ლოს ალამიტოსის უმაღლესი სკოლა“ და „ორანჟ-ქაუნთის ხელოვნების უმაღლესი სასწავლებელი“, ხოლო შემდგომ, ანთროპოლოგიის[4] სწავლა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში დაიწყო.
კარიერა
რედაქტირებალორენსის პირველი სამსახიობო სამუშაო სცენაზე შედგა, როდესაც სპექტაკლ პიტერ პენსა და ოლივერში ითამაშა. 2002 წელს იგი გადაიღეს კრის ისაკსონის ამერიკულ კომედიურ დრამა ფილმ „მხოლოდ მე და შენ“-ში, სადაც მან უმნიშვნელო როლი შეასრულა.
2002 წელს ჯერმანი გადაიღეს ნიკოლა სპარქსის ნოველაზე დაფუძნებულ ამერიკულ რომანტიკულ-დრამა ფილმში, „იჩქარე შეიყვარო“-ში, მსახიობებთან შეინ ვესთთან და მენდი მურთან ერთად, სადაც მან ითამაშა ბელინდას როლი. იგი შემდეგ გადაიღეს საშინელებათა ჟანრის ფილმში, სახელად „Dead Above Ground“ და დრამა ფილმ „A Midsummer Night's Rave“-ში. მოგვიანებით მან მონაწილეობა სატელევიზიო ფილმ, „მარტოხელა რეინჯერი“-ში მიიღო.
ლორენსი გადაღებულია შემდეგ ფილმებში: კრიმინალურ დრამა „Born Killers“(2005), „Rx“(2005), რომანტიკულ კომედიურ ფილმი, „ყველაფრის მიუხედავად“(2007), დრამა ფილმი „It Is Fine! Everything Is Fine“. მან მსახიობ შეინ ვესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მიუზიკლში „რასაც ჩვენ ვაკეთებთ საიდუმლოა”, რომელიც ასევე დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე.
2012 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, მონაწილეობას იღებდა სერიალ-„ჩიკაგოს მეხანძრეები“-ში. აქ შესრულებული როლისთვის, მსახიობი 2015 წელს, ნომინირებული იყო „People’s Choice Awards“-ის პრემიაზე, კატეგორიაში–„საყვარელი ტელეპერსონაჟი“.
მაყურებელი მას განსაკუთრებულად იცნობს ბეტის როლის შესრულებით, მხატვრული ფილმიდან –„ჰოსტელი 2“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Andreeva, Nellie. (March 10, 2015) Lauren German To Co-Star In 'Lucifer'. Deadline. ციტირების თარიღი: May 14, 2015.
- ↑ Lauren Christine German, Born 11/29/1978, in Orange County, California. California Birth Index. ციტირების თარიღი: February 7, 2016.
- ↑ Bendix, Trish. (July 25, 2015) Lauren German on playing lesbian EMT Leslie Shay on "Chicago Fire". After Ellen. ციტირების თარიღი: February 2, 2016.
- ↑ Collar, Cammila. Lauren German Biography. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 14, 2016. ციტირების თარიღი: February 8, 2016.