ლორენ ალინა კრისტინ სუდეტი (ინგლ. Lauren Alaina Kristine Suddeth; დ. 8 ნოემბერი, 1994, როსვილი, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი. კარიერის დასაწყისში მეორე ადგილზე გავიდა American Idol-ის მეათე სეზონში. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Wildflower გამოვიდა 2011 წლის 11 ოქტომბერს. მეორე ალბომი Road Less Traveled გამოვიდა 2017 წლის 27 იანვარს. ალბომის მთავარი სინგლი მოხვდა Country Airplay ჩარტის სათავეში. მალევე გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი კეინ ბრაუნთან ერთად „What Ifs". კომპოზიცია მოხვდა ხუთი ჩარტის სათავეში. ასევე მან ჩაწერა დუეტები ჰარდისთან, დევინ დოუსონსა და დასტინ ლინჩთან. მისი მესამე სტუდიური ალბომი, Sitting Pretty on Top of the World, გამოვიდა 2021 წლის 3 სექტემბერს.

ლორენ ალინა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლორენ ალინა კრისტინ სუდეტი
დაბ. თარიღი 8 ნოემბერი, 1994 (1994-11-08) (29 წლის)
დაბ. ადგილი Rossville
წარმოშობა როსვილი, ჯორჯია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ქანთრი, ქანთრი-პოპი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 2006 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი laurenalainaofficial.com
ლორენ ალინა ვიკისაწყობში

მუსიკოსმა მონაწილეობა მიიღო ცეკვავენ ვარსკვლავების ოცდამერვე სეზონში და მეოთხე ადგილი დაიკავა. ის არის ორგზის CMT Music Awards-ის მფლობელი, მიღებული აქვს ქანთრი მუსიკის აკადემიის ერთი ჯილდო და არის ორგზის ქანთრი მუსიკის ასოციაციის ჯილდოს ნომინანტი. მუსიკოსი გახდა Grand Ole Opry-ის წევრი 2022 წლის 12 თებერვალს.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ალინა დაიბადა 1994 წლის 8 ნოემბერს, როსვილში, ჯორჯია. მან სიმღერა 3 წლის ასაკში დაიწყო. თინეიჯერობის დროს მღეროდა სხვადასხვა ადგილას, როგორიცაა ეკლესია, რესტორანი და ოჯახური შეკრებები. 8 წლის ასაკში მოიგო ნიჭიერთა კონკურსი და გამოვიდა მუსიკალურ ფესტივალზე. 12 ასაკში გამოდიოდა ნეშვილის კაფეებში და ამ დროს დაწერა თავისი პირველი სიმღერა. შემდეგ მუშაობა დაიწყო CiCi's Pizza-ში.[1]

კარიერა რედაქტირება

ალინამ იასპარეზა American Idol-ის მეათე სეზონში. 2011 წლის 25 მაისს ფინალში ის მეორე ადგილზე გავიდა. შემდეგ ალინამ კონტრაქტი გააფორმა Interscope Records-თან, Mercury Nashville-სა და 19 Recordings-თან. მალევე გამოუშვა თავისი სინგლი „Like My Mother Does". ნამუშევარმა Billboard Hot Country Songs-ის ჩარტში 49-ე ადგილი, ხოლო ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში მე-20 ადგილი დაიკავა. გამოსვლიდან პირველივე კვირაში მისი 121 000 ასლი გაიყიდა.[2]

მალევე მუსიკოსი გამოჩნდა თოქ-შოუებში, როგორიცაა The Tonight Show with Jay Leno, Live with Regis and Kelly და The Today Show. 2011 წლის 8 ივნისს იმღერა CMT Music Awards-ზე. 2011 წლის 11 ოქტომბერს ალინამ გამოუშვა თავისი პირველი ალბომი სახელწოდებით Wildflower. ნამუშევარი მეხუთე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ის ჩარტში, ხოლო მეორე ადგილი დაიკავა Billboard Top Country Albums-ის ჩარტში. გამოსვლიდან პირველ კვირაში გაიყიდა მისი 69000 ასლი.[3] სინგლმა „Georgia Peaches", Billboard Hot Country Songs-ის ჩარტში 28-ე ადგილი დაიკავა.[4] 2012 წლის ივლისში გამოუშვა ახალი სინგლი „Eighteen Inches". კომპოზიცია 37-ე ადგილზე გავიდა Billboard Hot Country Songs-ის ჩარტში. 2012 წლის American Country Awards-ზე ალინამ მოიგო წლის ახალი შემსრულებლის ნომინაცია.[5]

მუსიკოსმა მეორე ალბომზე მუშაობა 2013 წლის იანვარში დაიწყო. მან გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Barefoot and Buckwild" 2013 წლის 7 მაისს. იმავე თვეში გამოუშვა ახალი კომპოზიცია „Antarctica: One World, One Family". 2015 წელს გამოუშვა ნამუშევარი „Next Boyfriend". იმავე წელს ტურნეზე იმღერა ალან ჯექსონსა და ლუკ ბრაიანთან ერთად. 2016 წელს გამოუშვა კიდევ ერთი კომპოზიცია „Road Less Traveled“.[6] ნამუშევარი Billboard Country Airplay-ის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა 2017 წელს. მუსიკოსმა გამოუშვა თავისი ამავე სახელწოდების მეორე ალბომი.[7] ალბომიდან გამოვიდა ორი სინგლი „Same Day Different Bottle" და „Doin' Fine". იმავე წელს მუსიკოსმა მონაწილეობა მიიღო ცეკვავენ ვარსკვლავების ოცდამერვე სეზონში და მეოთხე ადგილი დაიკავა.[8]

2018 და 2019 წლებში ტურნეზე იმღერა ცნობილ მომღერლებთან, როგორებიცაა ალან ჯექსონი და ბლეიკ შელტონი. 2021 წელს ალინამ გამოუშვა ახალი ალბომი სახელწოდებით Sitting Pretty on Top of the World.[9] ის ასევე გახდა The Grand Ole Opry-ის წევრი.[10] 2021 წელს ითამაშა ფილმში Roadhouse Romance, რომლის პრემიერა შედგა 2021 წლის 11 სექტემბერს.[11] 2022 წელს კონტრაქტი გააფორმა Big Loud Records-თან.[12]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Pierce, Susan (February 21, 2011). „Polished 'Idol': Venue owners not surprised by Suddeth's success“. Chattanooga Times Free Press. ციტირების თარიღი: March 10, 2011.
  2. Mansfield, Brian. (June 1, 2011) Scotty McCreery, Lauren Alaina tracks top country sales. Idol Chatter. USA Today. ციტირების თარიღი: June 1, 2011
  3. Mansfield, Brian. (October 19, 2011) Lauren Alaina's 69,000 sales mean a top-five debut. Idol Chatter. USA Today. ციტირების თარიღი: October 19, 2011
  4. „Lauren Alaina Chart history – Hot Country Songs“. Billboard.
  5. Sciarretto, Amy. (December 10, 2012) Lauren Alaina Snags New Artist of the Year at 2012 American Country Awards. Taste of Country.
  6. Laffer, Lauren. (May 8, 2017) Lauren Alaina Sends 'Doin' Fine' To Country Radio. Sounds Like Nashville.
  7. McClellan, Laura. (April 27, 2015) Lauren Alaina on Her First Album After Vocal Cord Surgery: 'Very Different'. Taste of Country. ციტირების თარიღი: June 29, 2015
  8. Thorbecke, Catherine. (August 21, 2019) Dancing With the Stars 2019: Hannah Brown, Karamo Brown, Lamar Odom and more to compete on new season. Good Morning America. ციტირების თარიღი: November 26, 2019
  9. LAUREN ALAINA ANNOUNCES SITTING PRETTY ON TOP OF THE WORLD ALBUM - OUT SEP. 3. Universal Music Group Nashville (July 30, 2021).
  10. Lauren Alaina invited to become newest Opry member: 'I've only cried that hard twice in my life'.
  11. 'Roadhouse Romance': Lauren Alaina & Tyler Hynes Hallmark Rom-Com To Kick Off "Fall Harvest" Programming Event. Deadline Hollywood (June 14, 2021).
  12. Lauren Alaina Signs with Big Loud Records (July 25, 2022).