ლორელაი (IPA [loːʁəˈlaɪ]) (გერმ. Loreley) — 120 მეტრიანი კლდე გერმანიაში, სანქტ-გოარჰაუსენში მდინარე რაინის აღმოსავლეთ ნაპირზე. კლდე ქმნის რაინის ყველაზე ვიწრო მონაკვეთს შვეიცარიიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, რაც ამ მონაკვეთში იწვევს ძლიერ წყალქვეშა დინებებს და უამრავი გემის დაღუპვას.

ლორელაის მწვერვალი რაინზე 1900 წელს
ლორელაის მწვერვალი რაინზე დღეს

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელი მომდინარეობს ძველგერმანული სიტყვიდან "ლურელნ" (რაინის დიალექტზე "lureln" –რაკრაკი) და კელტური "ლეი" (ქვა). შესაბამისად სრული თარგმანი იქნება "რაკრაკა ქვა".ძლიერი დინება და მცირე ჩანჩქერი იმ მიდამოებში, გამოსცემდნენ მორაკრაკე ხმას რამაც იქაურ ქვებთან ერთად მისცა კლდეს ეს სახელი. მეორე თეორიის მიხედვით, ადგილის დასახელება წარმოიშვა გერმანული სიტყვიდან "lauern" (წოლა, ცდა) და იგივე "ლეი" დაბოლოებიდან რაც სრულ თარგმანში ნიჭნავს "მწოლიარე ქვას".


 
ლორელაის კლდე რაინზე

ფოლკლორსა და თანამედროვე მითებში

რედაქტირება

კლდე და მასთან დაკავშირებული ქალთევზა მრავალი ლეგენდის შთაგონების წყარო გახდნენ.ძველი ლეგენდა ასევე იჩემებს კლდის გამოქვაბულში ჯუჯების ცხოვრებას.

1801 წელს, გერმანელმა ავტორმა კლემენს ბრენტანომ დაწერა ბალადა "Zu Bacharach am Rheine" (ბახარახთან რაინზე). აქ მან პირველმა უამბო მკითხველებს მომხიბვლელი ქალწულის ამბავი. პოემა ულამაზეს ლორელეის, რომელსაც სატრფომ უღალატა, ადანაშაულებს მამაკაცთა მოჯადოებასა და მოკვდინებაში. სასიკვდილო განაჩენის სანაცვლოდ, ადგილობრივმა მღვდელთმთავარმა ლორელეი მიავლინა დედათა მონასტერში და გააყოლა სამი მეფე.გზად მონასტრისკენ ლორელეის ხვდება კლდე და ითხოვს მასზე ასვლის ნებართვას რათა საბოლოოდ დატკბეს რაინის სილამაზით. კლდის წვერზე ასული ქალწული სასიკვდილოდ გადაიჩეხება ხეობაში, ხოლო მისი სახელი ექოდ სამუდამოდ შერჩა კლდეს. ბრენატომ პოემის ფაბულა ისესხა ოვიდიუსის მითიდან ექო.

 
ლორელაის ქანდაკება ლორელაის ნავსაყუდელში

1824 წელს, ჰაინრიხ ჰაინემ ბრენტანოს თემა გამოიყენა მის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ლექსში "Die Lore-Ley". ნაწარმოები აღწერს მისტიური ძალებით დაჯილდოვეულ ქალბატონს რომელიც ზის კლდის წვერზე და ივარცხნის ოქროს თმას. მისი სილამაზითა და ხმით უნებლიეთ გონებაარეული ნაოსნები სასიკვდილოდ ეჯახებიან ქვებს და კლდეებს. 1837 წელს, ჰაინეს ლექსს ფერენც ლისტმა დაურთო მუსიკა რომელიც პოპულარული გახდა გერმანულენოვან ქვეყნებში.

 
ემილ კრუპა–კრუპინსკი 1899
ჰაინეს ორიგინალი მიახლოებითი ქართული თარგმანი

Ich weiß nicht was soll es bedeuten,
Dass ich so traurig bin;
Ein Märchen aus alten Zeiten,
Das kommt mir nicht aus dem Sinn.

Die Luft ist kühl und es dunkelt,
Und ruhig fließt der Rhein;
Der Gipfel des Berges funkelt
Im Abendsonnenschein.

Die schönste Jungfrau sitzet
Dort oben wunderbar;
Ihr goldnes Geschmeide blitzet,
Sie kämmt ihr goldenes Haar.

Sie kämmt es mit goldenem Kamme
Und singt ein Lied dabei;
Das hat eine wundersame,
Gewaltige Melodei.

Den Schiffer im kleinen Schiffe
Ergreift es mit wildem Weh;
Er schaut nicht die Felsenriffe,
Er schaut nur hinauf in die Höh.

Ich glaube, die Wellen verschlingen
Am Ende Schiffer und Kahn;
Und das hat mit ihrem Singen
Die Lore-Ley getan.

არ ვიცი რას უნდა ნიშნავდეს,
ჩემი ასეთი დარდიანობა,
ძველი დროის ერთი ზღაპარი,
გონებიდან არ ამომდის.

აგრილდა და უკვე ბნელდება,
და წყნარად მიღელავს რაინი;
მთის წვერი კი ბრწყინავს
საღამოს მზის სხივებში.

ულამაზესი ქალწული ზის
ზევით მოხდენილად,
მისი ოქროს სამკაული ბრწყინავს,
ის ივარცხნის ოქროს თმას.

თმას ივარცხნის ოქრის სავარცხლით
და თან მღერის ერთ სიმღერას
მღერის გასაოცარ,
მომაჯადოვებელ მელოდიას.

ნაოსანი პატარა ნავში,
ტყვევდება ველური ამოძახილით,
ის აღარ უყურებს კლდოვან რიფებს,
ის იცქირება მხოლოდ მაღლა, ზევით.

ვფიქრობ ტალღებმა შთანთქეს
ბოლოს ნაოსანიც და მისი ნავიც
და ყველაფერი ეს თავისი სიმღერით
ჩაიდინა ლორე–ლაიმ.

ლორელაის პერსონაჟი, თუმცაღა მოგონილია ბრენტანოს მიერ, გავრცელდა გერმანულ პუპულარულ კულტურაში და ხშირად მცდარად მიჩნეულია ფოლკლორულ ნაწარმოებად.

უბედური შემთხვევები

რედაქტირება

2011 წლის 13 იანვარს, გოგირდმჟავით დატვირთული 2400 ტონიანი ბარჟა გადაყირავდა ქალაქ სანქტ გოარჰაუსენის მახლობლად , ლორელაის კლდესთან და გამოიწვია ევროპის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მდინარის ბლოკირება.