ლორა მარანო
ლორა მარი მარანო (ინგლ. Laura Marie Marano; დ. 29 ნოემბერი, 1995, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია Disney Channel-ის სერიალში, „Austin & Ally“ შესრულებული როლით. როგორც ალი დოუსონის როლით. გამოჩნდა სერიალებში „Without a Trace“ და „Back to You“. ასევე ითამაშა ფილმებში „A Sort of Homecoming“, „Bad Hair Day“, „A Cinderella Story: Christmas Wish“, „The Perfect Date.“ და „Choose Love“.[1]
ლორა მარანო | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლორა მარი მარანო |
დაბ. თარიღი | 29 ნოემბერი, 1995 |
დაბ. ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია |
წარმოშობა | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
აქტიური | 2002 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | lauramarano.com |
ლორა მარანო ვიკისაწყობში |
2015 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Big Machine Records და 2016 წლის 11 მარტს გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Boombox". 2018 წლის 5 ოქტომბერს ლეიბლის გარეშე გამოუშვა სინგლი „Me".
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამარანო დაიბადა ლოს-ანჯელესში. ის არის პროფესორის, დამიანო მარანოსა და ყოფილი მსახიობის, ელენ მარანოს უმცროსი ქალიშვილი. ხუთი წლის ასაკში დაინტერესდა პროფესიონალური მსახიობობით. მარანომ ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა ცხრა წლის ასაკში დაიწყო.[2] 2015 წელს სწავლა დაიწყო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ფილოსოფიის, პოლიტიკისა და სამართლის პროგრამაზე.[3]
კარიერა
რედაქტირებამარანომ პირველი როლი ხუთი წლის ასაკში მიიღო.[4] ამის შემდეგ გამოჩნდა მრავალ რეკლამაში და ჰქონდა მცირე როლები ფილმებსა თუ სერიალებში: Ghost Whisperer, Medical Investigation, Huff და Joan of Arcadia. ასევე გამოჩნდა ფილმში „The Jacket“ კირა ნაიტლთან ერთად და ჰქონდა მცირე როლი ფილმში „Superbad“. მოგვიანებით ითამაშა გრეისი კარის როლი FOX-ის სიტკომში „Back to You“. მარანო ამის შემდეგ გამოჩნდა სერიალ The Sarah Silverman Program-ის რამდენიმე სერიაში. მოგვიანებით გამოჩნდა სერიალ Batteries-ის საპილოტე ეპიზოდში. სერიალის ავტორებს ისე მოეწონათ მსახიობი, რომ ეპიზოდური როლიდან მთავარ როლში გადაიყვანეს.
2011 წელს შეასრულა ალი დოუსონის როლი დისნეის არხზე სატელევიზიო შოუში „Austin & Ally“. მან ჩაწერა რამდენიმე სიმღერა შოუს საუნდტრეკისთვის, მათ შორის დუეტი როს ლინჩთან ერთად.[5] კომპოზიციები „Me and You" და „Redial" მოხვდა ბილბორდის Kid Digital Songs-ის ჩარტში. 2013 წელს როს ლინჩთან ერთად ჩაწერა ნამუშევარი „I Love Christmas“ დისნეის სადღესასწაულო ალბომისთვის.[6]
2014 წელს გაახმოვანა Randy Cunningham: 9th Grade Ninja-ის ოთხი სერია და გამოჩნდა სატელევიზიო შოუებში „Fish Hooks“ და „Liv and Maddie“. ასევე გამოჩნდა The Vamps-ისა და დემი ლოვატოს მუსიკალურ კლიპში. 2015 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Big Machine Records.[7] იმავე წელს ითამაშა დისნეის ფილმში „Bad Hair Day“. სერიალი „Austin & Ally“, სადაც მარანო ალი დოუსონის როლს თამაშობდა, 2016 წელს დასრულდა.[8] 2016 წლის იანვარში დაიწყო საკუთარი რადიო შოუ სახელწოდებით „ჩანაწერი ლორა მარანოსთან ერთად რადიო დისნეიზე“. გადაცემაში საუბრობდა თავის მუსიკალურ კარიერაზე და ჰქონდა ისეთ მუსიკოსებთან ინტერვიუები, როგორიცაა ნიკ ჯონასი და არიანა გრანდე.
2016 წლის მარტში გამოუშვა თავისი პირველი სინგლი „Boombox" მუსიკალურ კლიპთან ერთად. მან სიმღერა შეასრულა 2016 წლის Radio Disney Music Awards-ზე. იმავე წლის ბოლოს გამოუშვა კიდევ ერთი სინგლი სახელწოდებით „La La". 2017 წელს კონტრაქტი გააფორმა Warner Bros. Records-თან, მაგრამ დატოვა ლეიბლი 2018 წელს.[9] 2018 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მუსიკას დამოუკიდებლად გამოუშვებდა საკუთარი ლეიბლის, Flip Phone Records-ის საავტორო უფლებების ქვეშ. შემდეგ გამოუშვა სინგლები „Me", „Let Me Cry" და „F.E.O.U.".[10] 2019 წელს გამოუშვა EP სახელწოდებით „Me“ და სინგლი „A Little Closer" Netflix-ის ფილმისთვის The Perfect Date.[11]
2020 წელს გამოუშვა რამდენიმე სინგლი და რემიქსი, რის შემდეგაც დააანონსა თავისი მეორე EP სახელწოდებით „You“.[12][13] 2021 წელს გამოუშვა სინგლები „I Wanna Know What It's Like" და „Dance With You" Netflix-ის ფილმისთვის The Royal Treatment.[14] 2022 წლის თებერვალში გამოუშვა კომპოზიცია „Worst Kind of Hurt" და მუსიკალური ვიდეო „Dance With You". მან შეასრულა „Dance With You" კელი კლარკსონის შოუში.[15] 2023 წლის ივლისში მარანომ დააანონსა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი „I May Be An Actor, but I Can't Fake How I Feel", რომელიც გამოვიდა იმავე წლის სექტემბერში.[16]
დისკოგრაფია
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Netflix Sets Interactive Romantic Comedy 'Choose Love,' Laura Marano to Lead (March 30, 2022). ციტირების თარიღი: 2022-03-31
- ↑ EXCLUSIVE: Disney's Laura Marano Shares Secrets! en-US (2013-11-14). ციტირების თარიღი: 2022-10-23
- ↑ Disney Channel star balances school and singing en-US (October 23, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 22, 2022. ციტირების თარიღი: November 27, 2020
- ↑ Vanessa & Laura Marano Interview – 2012 Teen Choice Awards. clevverTV (July 23, 2012). ციტირების თარიღი: February 7, 2013
- ↑ Austin & Ally: Turn It Up (Soundtrack from the TV Series). Itunes (January 2013). ციტირების თარიღი: October 2, 2014
- ↑ I Love Christmas – Single by Ross Lynch & Laura Marano. Zobbel. ციტირების თარიღი: October 17, 2012
- ↑ Liz Isenberg. (March 29, 2015) Kids' Choice Awards 2015: Iggy Azalea Begged Producers to Get Slimed. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 29, 2022
- ↑ Elizabeth Wagmeister. (January 8, 2016) Disney's Austin & Ally Creators Talk Series Finale, Favorite Cast Memories. Variety. ციტირების თარიღი: January 10, 2016
- ↑ Laura Marano Q&A | Where have I been? New Music? Life Update!. YouTube (October 1, 2018). ციტირების თარიღი: October 5, 2018
- ↑ Marano, Laura [lauramarano]. (March 8, 2019) My little baby is officially out 😭I. Am. So. Excited!!!!! #MeEp t.co/Qmv2a8qX2r en. ციტირების თარიღი: March 3, 2021
- ↑ Marano, Laura [lauramarano]. (October 1, 2018) Me. Out October 5th 😩🙌💁🏻♀️ t.co/mFZJH0T4Eg en. ციტირების თარიღი: March 3, 2021
- ↑ Listen to Laura Marano's New Song, "Can't Help Myself" (September 19, 2020).
- ↑ Laura Marano surpreende fãs com anúncio de novo EP e lançamento de single! (September 18, 2020).
- ↑ Laura Marano to Release New Single, "I Wanna Know What It's Like" (September 16, 2021).
- ↑ Laura Marano And Grey Perform 'Dance With You' On The Kelly Clarkson Show (March 31, 2022).
- ↑ lauramarano. My debut album, I May Be An Actress, but I Can't Fake How I Feel will finally be yours September 15th ❤️. ციტირების თარიღი: July 31, 2023 Missing or empty |date= (help)