შოთა ლომსაძე
ქართველი პოეტი და ისტორიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან ლომსაძე, შოთა)
შოთა ლომსაძე (დ. 7 მაისი, 1925, ჩუნჩხა, ახალქალაქის რაიონი — გ. 12 დეკემბერი, 2003) — ქართველი პოეტი და ისტორიკოსი, პროფესორი (1976).
შოთა ლომსაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 მაისი, 1925 ან 1925[1] |
დაბადების ადგილი | ჩუნჩხა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2003[1] |
საქმიანობა | პოეტი და ისტორიკოსი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხაში, დაამთავრა ჩუნჩხის რვაწლიანი სკოლა, შემდეგ ახალქალაქის საშუალო სკოლაში გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ომში გაიწვიეს. ომიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც დაამთავრა 1950 წელს. სამცხე-ჯავახეთის საკითხებზე დაიცვა ჯერ საკანდიდატო, შემდეგ კი სადოქტორო დისერტაცია. დაჯილდოებულია უმაღლესი სარდლობის მეორე ხარისხის ორდენით. გარდაიცვალა 2003 წელს.[2]
პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1943 წელს 392-ე ქართული დივიზიის საფრონტო გაზეთში.
ნაშრომები
რედაქტირებაკრებულები
რედაქტირება- 1957 : „მესხეთის ბუხრები“
- 1959 : „დაკარგული რაფსოდიები“
- 1963 : „ჯავახური ქრონიკები“
მონოგრაფიები
რედაქტირება- 1964 : „მიხეილ თამარაშვილი“
- 1975 : „სამცხე-ჯავახეთი“
- 1979 : „გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან“
მასზე
რედაქტირება- ლეილა ბურჯანაძე, შოთა ლომსაძე - სამცხე-ჯავახეთის მემატიანე, თბ., 2006 ISBN 99940-60-11-2
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 288.