ლოლა იულდაშევა (უზბეკ. Lola Yoʻldosheva; დ. 4 სექტემბერი 1985, ტაშკენტი, უზბეკეთი), ცნობილია როგორც ლოლაუზბეკი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი.[1][2] ცნობილი გახდა უზბეკეთში თავისი სიმღერით „Muhabbatim“ ("ჩემი სიყვარული") 2003 წელს. ლოლას ჩაწერილი აქვს სიმღერები, როგორც უზბეკურად, ასევე რუსულად.

ლოლა იულდაშევა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 4 სექტემბერი, 1985 (1985-09-04) (39 წლის)
დაბ. ადგილი ტაშკენტი უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ჟანრ(ებ)ი პოპ-როკი
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი
აქტიური 1999-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Tarona
საიტი lolayuldasheva.com
ლოლა იულდაშევა ვიკისაწყობში

ლოლა პირველად ფილმში გამოჩნდა 2004 წელს, უზბეკურ ფილმში „Sevinch“. მიიღო დადებითი შეფასებები ფილმში თავისი როლისთვის, როგორც ფილმის კრიტიკოსებისგან, ასევე გულშემატკივრებისგან. მისი სამსახიობო კარიერა ახალ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც იგი მთავარი როლი შეასრულა 2005 წელს კომედიურ ფილმში Kelgindi kuyov. მას შემდეგ მან ითამაშა რამდენიმე უზბეკურ ფილმში.

2005 წელს ლოლა დაქორწინდა და განუსაზღვრელი ვადით ჩამოშორდა კარიერას, მაგრამ 2011 წელს დაბრუნდა შოუ ბიზნესში სოლო კონცერტების სერიით. 2015 წელს, მას მიიღო გაფრთხილება უზბეკნავოსგან, რომელიც უზბეკეთის მომღერლობისთვის სალიცენზიის გამცემი სახელმწიფო ორგანოა, მას შემდეგ, რაც რაიჰონთან დუეტის დროს გამოვიდა კონცერტზე წითელი კაბით, რა დროსაც უკანა მხარე შიშველი ჰქონდა, მიზეზი - „კონფლიქტი ეროვნულ მენტალიტეტთან“. მუსიკალური ვიდეო დუეტი შემდგომში ხდება კრიტიკის საგანი, ზოგიერთი უზბეკის მხრიდან, ლესბოსური ქვეტექსტის მიზეზით. ამ დაპირისპირებამ გამოიწვია ლოლის ლიცენზიის შეჩერება უზბეკნავოს მიერ, 2015 წლის ივლისში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლოლა იულდაშევა დაიბადა 1985 წლის 4 სექტემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, რავშანბეკ იულდაშევის და გულნარა იულდაშევას ოჯახში. მას ჰყავს ორი უმცროსი და, ანორა და ასალი, ასევე უმცროსი ძმები, რუსტამი და ჰალიდი.

2005 წელს ლოლა ცოლად გაყვა ტაშკენტელ ბიზნესმენს შოჰრუჰს. მათ ჰყავთ ორი შვილი: შაჰინაბეგიმი და შოჰდიორი. წყვილი დაშორდა 2011 წელს.

ლოლა თავისი კარიერის დასაწყისში გამოდიოდა სახელით მაია და მღეროდა ძირითადად რუსულ ენაზე. ცნობილი გახდა უზბეკეთში თავისი სიმღერით „Muhabbatim“ ("ჩემი სიყვარული") 2003 წელს.[3] 2005 წლის ოქტომბერში, ლოლამ დაქორწინდა და განუსაზღვრელი ვადით ჩამოშორდა კარიერას, მაგრამ 2011 წელს ნოემბერში დაბრუნდა შოუ ბიზნესში სოლო კონცერტების სერიით სახელწოდებით "Senga" ( "შენთვის").

ლოლას დებიუტი ფილმში შედგა 2004 წელს უზბეკურ ფილმში Sevinch.[4] ფილმმა დადებითი შეფასება მიიღო, როგორც თვითონ ლოლამ, მისი როლისთვის, სადაც იგი სიმსივნით დაავადებულ გოგოს თამაშობდა. მისი სიმღერა „Orzu“ ფილმის საუნდტრეკებს შორის იყო.

ლოლა გახდა პოპულარული უზბეკურ კინოინდუსტრიაში მას შემდეგ, რაც 2005 წელს ითამაშა მთავარი როლი პოპულარულ კომედიურ ფილმში Kelgindi kuyov. მას შემდეგ ის ითამაშა რამდენიმე ფილმში.

2015 წლის დაპირისპირება

რედაქტირება

ლოლას მიეცა გაფრთხილება უზბეკნავოს მიერ, რომელიც უზბეკეთის ხელისუფლების სალიცენზიო ორგანოა, მას შემდეგ, რაც ის 2015 წლის 24 თებერვალს კონცერტზე Ko'nikmadim სიმღერის შესრულების დროს რაიჰონთან ერთად, ჩაიცვა წითელი კაბა, რომელსაც უკანა მხარე შიშველი ჰქონდა და უზბეკნავოს განმარტებით, ეს შედიოდა „ეროვნულ მენტალიტეტთან კონფლიქტში“.[5] მუსიკალური ვიდეო დუეტი შემდგომში ხდება კრიტიკის საგანი, ზოგიერთი უზბეკის მხრიდან, ლესბოსური ქვეტექსტის მიზეზით.

2015 წლის მარტში, უზბეკნავომ გამოსცა დირექტივა, სადაც ახსნა, რომ ქალი მომღერლები აღარ უნდა ჩაიცვან ისეთი ტანსაცმელი, რომელიც გააშიშვლიდა მათ მხრებს ან ფეხებს, რომ ისინი არ უნდა იყვნენ „ნახევრად შიშველები“ საჯარო ღონისძიებებზე, აგრეთვე ისინი თავიანთ გამოსვლებში არ უნდა ეჩვენებინათ რაიმე სექსუალური ხასიათის ქვეტექსტი.[6] ვიცე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმირა ბოსითხონოვამ განაცხადა: „როგორ შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ჩვენი ქალი მომღერალი, ისე იცვამენ, რომ სრულიად დაშორებულები არიან ეროვნულ სტილს და გამოდიან იმ სატელევიზიო არხებზე, რომლებიც განკუთვნილია ოჯახის საყურებლად?“.[7] ბოსითხონოვას შენიშვნის შემდეგ, უზბეკნავომ, 2015 წლის 14 ივლისს შეაჩერა ლოლას ლიცენზია.[8]

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რედაქტირება

ლოლა დღემდე 7 სტუდიური ალბომი გამოუშვა.

  • Netayin? (2002)
  • Muhabbatim (2004)
  • Topdim baxtimni (2005)
  • Imkon ber (2010)
  • Senga (2011)
  • Sogʻindim (2012)
  • Kel (2014)

მუსიკალური ვიდეოები

რედაქტირება
წელი სახელი რეჟისორი
1999 "Shiribum"
"Bahor"
2001 "Потерялись"
2002 "Отпусти"
"Netayin?"
2004 "Muhabbatim" Ice TIM (თემურ ქოდიროვი)
"Orzu" Ice TIM (თემურ ქოდიროვი)
"Qachon?"
"Sehrgar"
"Toshkent-Samarqand"
"Tugʻilgan kun" Ice TIM (თემურ ქოდიროვი)
"Undan ninmam kam?" (ბოლალართან ერთად)
"Xayr, opajonim"
2005 "Ichim yonar"
"Qizginam" (ისმოილ ჯალილოვთან და ნასიბა აბდულაევასთან ერთად)
"Sevgilim"
"Sogʻinch"
"Topdim baxtimni"
"Yuragim"
2006 "Koʻz yoshim" ბაჰოდირ იულდაშევი
"Qolaymi, ketaymi?"
"Chin muhabbat"
2010 "Baxt bor"
"Imkon ber"
"Qiynalar qalbim"
2011 "Asta"
"Senga"
2012 "Nega?"
"Aylanma"
"Endi yoʻq"
"Jonim sogʻindim"
"Qaytmaydi" იადგორ ნოსიროვი, მუჰამედ ალი ისკანდაროვი
"Yomonlama"
2013 "Endi yoʻq" (რემიქსი) იადგორ ნოსიროვი
"Kel" იადგორ ნოსიროვი
"Love Me" იადგორ ნოსიროვი
"Yigʻlar osmon" (შოჰრუჰხანთან ერთად)
2014 "Super Love"
"Jonim ayt" იადგორ ნოსიროვი
"Yulduz" (featuring DJ Piligrim) ჯასურ შამეტოვი
"Farhod va Shirin"
2015 "Imagine" (ჯონ ლენონის სიმღერა) (DJ Piligrim ერთად) ტიმურ პრიმკულოვი
"Koʻnikmadim" (Rayhon ერთად) ჯასურ შამეტოვი
"Sevgimsan" იადგორ ნოსიროვი
"Xayr" ტიმურ პრიმკულოვი
"Отцвели хризантемы"
"Yaralangan qanot" სარვარ აზიმოვი
2016 "Sogʻindim" სანჯარ მატკარიმოვი
"Я вода" ტიმურ პრიმკულოვი
"Erkatoy" სანჯარ მატკარიმოვი, ნარიმონ სულთანჰოჯაევი
"Xabar ol" სანჯარ მატკარიმოვი, მანსურ ვასატი

ფილმოგრაფია

რედაქტირება
ფილმები
წელი ფილმი როლი შენიშვნა
1999 Navroʻz ayyomi (ნოვრუზის დღე) თავისთავი მუსიკალური
2004 Sevinch (სევინჩი) სევინჩი
2005 Kelgindi kuyov (უცხოელი სასიძო) ზეინაბი
2006 Voy dod sumalak (Damn, Samanu!) თავისთავი მუსიკალური
Yarim baxt (არასრული ბედნიერება) კამილა
2011 Jodugar (ჯადოქარი) რუჰშონა
Yondiradi, kuydiradi (ჩემი სიყვარული, ჩემი ტკივილი) ლოლა
Gʻaroyib orzular (საინტერესო სიზმრები) თავისთავი მუსიკალური
2014 Bu telba muhabbat yoxud Farhod va Shirin (ფარჰადი და შირინი) შირინი

ჯილდოები

რედაქტირება

ლოლას მთელი თავისი კარიერის მანძილზე მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო. მან მიიღო ტარონას ჯილდო, ასევე გამოჩენილი მიღწევისთვის უზბეკეთის მუსიკალურ ინდუსტრიაში 2004 წელს მას გადაეცა ჯილდო. მან მოიგო იგივე ჯილდო 2005 წელს. ლოლამ 2005 წელს მოიგო კიდევ ერთი ტარონას ჯილდო საუკეთესო ქალი მომღერალის კატეგორიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „UzWebiston: Gulnara Karimova criticizes pop stars on Twitter“. BBC's Uzbek Service (Uzbek). 31 July 2013. ციტირების თარიღი: 13 October 2014.
  2. „Lola not allowed into a Tashkent restaurant for not taking off winter clothes“. Kun (Uzbek). 7 February 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 13 October 2014.
  3. Lebedeva, Yekaterina (1 January 2014). „A new revelation from singer Lola“. Kultura (Russian). ციტირების თარიღი: 13 October 2014.
  4. Lola Yuldasheva — Filmography Russian. ციტირების თარიღი: 13 October 2014.
  5. Bruce Pannier (1 April 2015). „Central Asia's controversial fashion statements“. RFE/RL. ციტირების თარიღი: 15 July 2015.
  6. „Three separate institutions criticize "half-naked" Lola“. Ozodlik radiosi (Uzbek). 23 March 2015. ციტირების თარიღი: 15 July 2015.
  7. Alisher Siddiq; Shuhrat Bobojonov (9 July 2015). 'Uzbekistan is not Robinson Crusoe’s island': A crackdown on revealing clothes“. RFE/RL. ციტირების თარიღი: 15 July 2015.
  8. „Lola, who faced committee's criticism for performing "half-naked", gets her license suspended“. Ozodlik radiosi (Uzbek). 14 July 2015. ციტირების თარიღი: 15 July 2015.