შალვა ლოლაძე
შალვა ლოლაძე (დ. 5 აპრილი, 1904, სოფ. ქვემო ხოდაშენი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, — გ. 24 აპრილი, 1945, კუნძული ტექსელი) — ქართველი საბჭოთა სამხედრო მფრინავი, გერმანელთა ტყვე და შემდგომში ვერმახტის ოფიცერი, რომელიც 1945 წელს სათავეში ჩაუდგა კუნძულ ტექსელზე დაწყებულ ანტი-გერმანულ ამბოხებას[1].
შალვა ლოლაძე | |
---|---|
შალვა ლოლაძე | |
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 5 აპრილი, 1904 |
დაბადების ადგილი | ქვემო ხოდაშენი |
გარდაცვალების თარიღი | 24 აპრილი, 1945 |
გარდაცვალების ადგილი | კუნძული ტექსელი |
ჯარის სახეობა | Soviet Air Forces |
წოდება | ოფიცერი |
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი და ქართველთა აჯანყება ტექსელზე |
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას შალვა ლოლაძე საბჭოთა არმიაში მსახურობდა. 1942 წელს იყო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების კაპიტანი და საჰაერო ესკადრონის ხელმძღვანელი. მისი თვითმფრინავი გერმანელებმა უკრაინაში ჩამოაგდეს, ლოლაძე კი დაატყვევეს[2]. ტყვეობაში ყოფნის დროს ის აიყვანეს ვერმახტის შემადგენლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ ლეგიონის და 822-ე ქვეითი ბატალიონ „თამარ მეფის“ შემადგენლობაში. ბატალიონი 1943 წლიდან იმყოფებოდა დაბა ზანდვორტში, ხოლო 1945 წლიდან — ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე. 1945 წლის 6 აპრილს შალვა ლოლაძის მეთაურობით ბატალიონმა აჯანყება წამოიწყო გერმანელების წინააღმდეგ. უთანასწორო ბრძოლაში, 24 აპრილს დაიღუპა შალვა ლოლაძეც. ის დაკრძალეს კუნძულ ტექსელზე, ადგილ ჰოგე-ბერგზე, სადაც მოეწყო შალვა ლოლაძის სახელობის ტექსელის ქართველთა ძმათა სასაფლაო. ყოველი წლის 4 მაისს სასაფლაოზე ტარდება გახსენების დღე, რომელსაც ქართული დიასპორა, დიპლომატები და ადგილობრივები ესწრებიან.