ლოკი

(გადამისამართდა გვერდიდან ლოკე)

ლოკი, ლოკე (Loke, Loki, Lopt) — ცეცხლის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. გიგანტების, ფარგაუტისა და ლაუფეის შვილი. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშობისა ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო.

ლოკი (ძვ.-სკანდ. Loke)

სურათი XVIII საუკუნის ისლანდიური მანუსკრიპტიდან. ლოკი მის მიერ გამოგონილ სათევზაო ბადით.
მითოლოგია: სკანდინავიური მითოლოგია
სხვა კულტურებში: Lóðurr
სქესი: მამრობითი[1] და shapeshifter[2] [1]
რეგიონი: სკანდინავია
მამა: ფარბაუტი[3]
დედა: ლაუვეი[3]
და-ძმა: ბიულეისტი, ჰელბლინდი და ოდინი
მეუღლე: სიგიუნი
შვილები: Nari, Váli, იორმუნგანდი[3] , ფენრირი[3] , ჰელი[4] [5] [6] [3] , სლეიპნირი და ნარფი
მსგავსი არსებები: თორი
გამოსახულებები

მითი და ლეგენდა

რედაქტირება

ლოკის აქვს ძალა, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერი ცხოველის ფორმა მიიღოს და შეიცვალოს სქესიც კი. ნახევარი წლის მანძილზე იგი ცხენად ევლინებოდა სამყაროს. ცხენად ყოფნის პერიოდში მან გააჩინა რვაფეხიანი ულაყი სლეიპნირი, რომელიც ოდინის ერთადერთ ეტალონად იქცა.

ლოკის სამი შვილი — ალი, ვალი და ნარვისიგინმა გაუჩინა. მას აგრეთვე სამი შვილი ანგრბოდამ გაუჩინა. ესენი არიან სამი ყველაზე შიშისმგვრელი ქმნილებანი სკანდინავიურ პანთეონში:

მან ბევრი ბოროტება გაუკეთა სხვა ასებს, მაგრამ მათ იგი მაინც სჭირდებოდათ თავისი მრავალი შესაძლებლობების გამო. მისი მიზეზით დაიღუპა ღმერთი ბალდარი, რაც სხვა ღმერთების მრისხანების მიზეზი გახდა.

ლოკის ღალატით განრისხებულმა სხვა ღმერთებმა შეიპყრეს იგი, მიწისქვეშეთში, კლდეზე, მიაბეს და თავზე შხამიანი გველი დაადეს, რომელიც მის სახეზე შხამს აწვეთებდა. მაგრამ ლოკის ერთგული ცოლი, სიგინი გველის შხამს თასს აფარებს, რათა ლოკიმ ტკივილი არ განიცადოს. როცა თასი ივსება და სიგინი მის დაცლას ცდილობს შხამის წვეთები მაინც ეცემა ლოკის სახეზე და იგი ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდის. გადმოცემით, სწორედ ამ დროს ხდება დედამიწაზე მიწისძვრა.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 https://www.ne.se/uppslagsverk/encyklopedi/l%C3%A5ng/loke
  2. 2.0 2.1 https://norse-mythology.org/gods-and-creatures/others/sleipnir/
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 Локе // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1896. — Т. XVIIа. — С. 917.
  4. 4.0 4.1 Гела // Гейльброн — Германия — 1929. — Т. 15.
  5. 5.0 5.1 Геллия // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. VIII. — С. 281.
  6. 6.0 6.1 Ганзен П. Г. Гель, в мифологии // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. VIII. — С. 281.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლოკი&oldid=4209687“-დან