იოტუნები
იოტუნები (Jötun) - სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები(გიგანტები)
გიგანტები ფენია და მენია პოემა გოტასონგრიდან
გიგანტ-იოტუნთა სიარედაქტირება
- ანგრბოდა - გიგანტი ქალი, რომელმაც ლოკე|ლოკესგან სამი ურჩხული დაბადა : იორმუნგანდი - ზღვის დიდი გველი,
ფენრირი - მგელი-გიგანტი და ცისფერ-თეთრი სიკვდილი - ჰელი.
- ბაუგი - გილინიგის შვილი, გუტუნის უმცროსი ძმა. ბაუგი ოდინს დაეხმარა "პოეტური თაფლის" მოპოვებაში.
- ბილეისტი - ლოკეს ძმა.
- ბილინგი - რინდის მამა.
- ვაფტრუნდირი - გიგანტი, რომელმაც ოდინს სიბრძნეში შეეჯიბრა.
- გერდი - ფრეირის ცოლი.
- გილინგი - გიგანტი, რომელიც მოკლული იქნა "პოეტური თაფლის" გამო ფიალიარის და გალიარის მიერ.
- გიმირი - გიგანტი, რომელიც ტორი|ტორთან ერთად გაემგზავრა გველ იორმუნგანდის "დასაჭერად".
- გიროკინი - გიგანტი ქალი, რომელმაც ასებს დაეხმარა ბალდრას გასასვენებელი გემის ზღვაზე გაშვებაში.
- გრიდი - ქალი-გიგანტი. მან ოდინს ვაჟი, ვიდარი , გაუჩინა. ეხმარებოდა ტორს.
- ლოკე - იოტუნი ცეცხლის ღვთაება. იგი მოუხმობს რაგნაროკს და სამყაროს დასასრულს.
- მანი - მთვარის ღმერთი - ვარსკვლავების მმართველი.
- მიმირი - იგდრასილის ფესვებთან არსებული სიბრძნის წყაროს ბრმა დარაჯი.
- მოდგუდი - ქალი-გიგანტი, ჰელის მოსამსახურე.
- მოკურკალფი - გრუნგნირუს დასახმარებლად გიგანტების მიერ თიხისგან შექმნილი მთაკაცი. იგი ტორის დამხმარემ, ტიალფიმ, მოკლა.
- მუნდილფორი - მანის და სოლის მამა. სიამაყის გამო დაისაჯა ასების მიერ.
- ნარფი - ნოჩის(Nótt) მამა.
- რანი - ეგირის ცოლი. მეუღლეს ჩაძირული ხალხის გვამების შეგროვებაში ეხმარება.
- რინდი - ვალის დედა.
- სკიმირი - გოლიათი, რომელიც ტორის შეხვდა უტგარში მოგზაურობის დროს.
- სნიორი - გიგანტი. თოვლის მოსვლის მახარობელი.
- სოლი(სული, სუნა) - მზე, თვე მანის და.
- ტოკი - ქალი-გიგანტი. ლოკემ ტოკის გარეგნობა მიიღო, რათა არ დაეშვა ბალდარის მკვდართა სამეფოდან დაბრუნება.
- ტრიმი - ტრიმმა ტორის ურო მოიპარა.
- ფარბაუტი - ლოკეს მამა.
- ფაილიარი - გიგანტი, რომელიც რაგნაროკის დასაწყისს გამოაცხადებს.
- ჰელი - გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი, ლოკეს შვილი.
- ხროდი - გიმირის მეუღლე.
- ხრესვლეგრი(Hraesvelgr) - ქარის მბრძანებელი.
- ეგირი(Agir) - ზღვის გიგანტი, ზღვათა მფლობელი, ასების მეგობარი.
- ელი - ქალი-გიგანტი. ტორს აიძულა მუხლის მოდრეკა მათი შერკინების დროს.
- იარნსაკსა - ტორის საყვარელი. ტორის ვაჟის, მაგნის, დედა.