იგდრასილი
იგდრასილი — ყოვლის დამფარავი და დამკავებელი სამფესვა ხე, სამყაროს განსახიერება სკანდინავიურ მითოლოგიაში. ერთი ფესვი ზესკნელშია, მეორე ქვესკნელში (ნიფლჰაიმში), მესამე - ტურსთა (ბუმბერაზთა) სამეფოში. ხის ქვეშ ღმერთთა სამსჯავროა, ძირს – ჭა ურდარი, იქვე ცხოვრობს სამი ნორნი (წარსულის, აწყმოსა და მომავლის განსახიერება). მეორე ჭა მდინარეთა სათავეა, მესამე ფესვთან ცხოვრობს ბუმბერაზი მიმირი, ღმერთთა მრჩეველი. კენწეროზე ბრძენი არწივია, ტოტებზე – ოთხი ირემი, ძირს გველეშაპი ნიდეგრი. მათ შორის ამბავი დააქვს ციყვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 217, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: