ლოზოვოს თემი
ლოზოვოს თემი (მაკედ. Општина Лозово) — თემი ჩრდილოეთ მაკედონიაში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში. მოსახლეობა შეადგენს 2 858 ადამიანს (2002 წლის აღწერის მონაცემები[2]). მოსახლეობის სიმჭიდროვე — 17.18 კაცი/კმ²-ზე.
თემი | |
---|---|
ლოზოვოს თემი მაკედ. Општина Лозово | |
ქვეყანა | ჩრდილოეთი მაკედონია |
ადმ. ცენტრი | ლოზოვო |
კოორდინატები | 41°46′51″ ჩ. გ. 21°54′04″ ა. გ. / 41.78083° ჩ. გ. 21.90111° ა. გ. |
ფართობი | 166.32 კმ² |
მოსახლეობა | 2 858 კაცი (2002) |
სიმჭიდროვე | 17.18 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
საფოსტო ინდექსი | 2208 |
ოფიციალური საიტი | opstinalozovo.gov.mk |
თემის ადმინისტრაციული ცენტრი — ლოზოვო.
თემის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 166.32 კმ²-ს.[3].
ესაზღვრება მაკედონიის შემდეგ თემებს:
- ჩრდილო-აღმოსავლეთით — სვეტი-ნიკოლეს თემს;
- სამხრეთ-აღმოსავლეთით — შტიპის თემს
- სამხრეთით — გრადსკოს თემს;
- დასავლეთით — ველესის თემს.
თემის შემადგენლობაში შედის 11 დასახლება:[3] აჟიბეგოვო, აჯიმატოვო, ბეკირლია, დორფულია, გიუზემელცი, კარატმანოვო, კიშივო, ლოზოვო, მილინო, სარამზალინო და კიოსელარი.
თემის მოსახლეობის ეთნიკური სტრუქტურა[2]:
- მაკედონელები — 2471 ადამ.;
- თურქები — 157 ადამ.;
- არუმინელები — 122 ადამ.;
- ალბანელები — 35 ადამ.;
- ბოსნიელები — 34 ადამ.;
- სერბები — 27 ადამ.;
- სხვა — 12 ადამ.
თემის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე აზმაკი.