ლობენგულა
ლობენგულა (დ. 1836 — გ. 1894) — მატაბელეს ხალხის ინკოსი (გამგებელი, უმაღლესი ბელადი), უკანასკნელი დამოუკიდებელი აფრიკელი — გამგებელი სამხრეთ აფრიკაში 1870-1894 წლებში. 1880 წელს ცდილობდა ესარგებლა დიდ ბრიტანეთსა, გერმანიასა და ტრანსვაალს შორის წინააღმდეგობით ზამბეზი-ლიმპოპოს შუამდინარეთში და დიპლომატიური საშუალებებით შეეფერხებინა იმპერიალისტური ექსპანსია ამ რაიონში. 1888 წელს იძულებული გახდა დაედო ე. წ. მეგობრობის ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთთან და „ხელშეკრულება“ ინგლისელი კოლონიალური მოღვაწის ს. როუდზის აგენტებთან თავისი ქვეყნის მინერალური სიმდიდრეების კონცესიის შესახებ. 1893 წელს მეთაურობდა მატაბელეს განმათავისუფლებელ ბრძოლას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 273.