ლობელია
ლობელია (ლათ. Lobelia) — მცენარეთა გვარი ლობელიასებრთა ოჯახისა (ზოგჯერ მაჩიტასებრთა ოჯახს აკუთვნებენ). ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახებია, ბუჩბალახები და ბუჩქებია.
ლობელია | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Lobelia | |||||||||||
|
350-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ამერიკის და აფრიკის ტროპიკების და სუბტროპიკების ტენიან ადგილებში. სამკურნალო მცენარეებია (შეიცავენ ალკალოიდ ლობელინს). ზოგი დეკორატიულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 273.