ლი ჩონგ ვეი
ლი ჩონგ ვეი (დ. 21 ოქტომბერი, 1982) — მალაიზიელი პროფესიონალი ბადმინტონის მოთამაშე. როგორც ინდივიდუალური მოთამაშე, ლი არის ნომერ პირველი მოთამაშე მსოფლიოში 199 ყოველკვირეული გამარჯვებებით 2008 წლის 21 აგვისტოდან 2012 წლის 14 ივნისამდე[1]. ის არის მეოთხე მალაიზიელი მოთამაშე რაშიდ სიდეკის, როსლინ ჰაშიმისა და ვონგ ჩონგ ჰანის შემდეგ, რომელმაც მიაღწია ასეთი შეფასება (ასეთი ოფიციალური შეფასება დაიწყო 1980-იანი წლებიდან) და ის არის ერთადერთი მალაიზიელი შათლერი, რომელმაც შეინარჩუნა პირველი ადგილი რეიტინგში ერთ წელზე დიდხანს[2].
ლი სამჯერ გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი ოლიმპიურ თამაშებში და მეექვსე მალაიზიელი, ვინც მოიგო ოლიმპიური მედალი[2]. მან მოიგო პირველი ვერცხლის მედალი 2008 წელს, ასევე პირველად მალაიზიამ მიაღწია ფინალამდე მამაკაცების თანრიგში. ამ წარმატების გამო მალიზიის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ ტუნ რაზაკმა ლის ევრონული გმირი უწოდა[3]. მან ამ წარმატებას მიაღწია კიდევ ორჯერ 2012 და 2016 წლებში, ამან კი იგი ყველაზე წარმატებულ მალაიზიელ ოლიმპიელად აქცია ქვეყნის ისტორიაში[4].
პირადი ცხოვრება
რედაქტირებალი დაიბადა ბეგან-სერაიში, პერაკიში,[5] მალაიზიურ-ჩინურ ოჯახში. ბავშვობაში, მას ხიბლავდა კალათბურთი, თუმცა დედამისმა მალევე აუკრძალა მას ეს სპორტი ქუჩის კალათბურთის მოედნებზე მწვავე სიცხის გამო. ლიმ დაიწყო ბადმინტონის სწავლა 11 წლიდან, როდესაც მამამისმა, რომელსაც უყვარდა ეს თამაში, მას მოუტანა ბადმინტონის ბადე. ადგილობრივი მწვრთნელის ყურადღების მიპყრობის შემდეგ, მწვრთნელმა ჰკითხა ლის მამას გახდებოდა თუ არა ლი მისი მოწაფე. მამამისის თანხმობის შემდეგ, ტრენერმა დაიწყო ლის გაწვრთნა სკოლის შემდეგ[6]. მას შემდეგ რას ის მისბუნ საიდეკმა აღმოაჩინა, ის გადაიყვანეს ეროვნულ გუნდში და იყო მხოლოდ 17 წლის.[7]
ლიმ მიიღო 300 000 მალაიზიური რინგიტი 2008 წლის 21 აგვისტოს, როგორც ჯილდო მისი ვერცხლის მედალისთვის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებში. მან ასევე იღებს 3,000 რინგიტს ყოველთვიურად, როგორც პენსიას დაწყებული 2008 წლიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში[8].ის გახდა იუნისეფის მალაიზიის ეროვნული ელჩი 2009 წელს თებერვალში[9].
2009 წლის ივნისში მან მიიღო დარჯაჰ ბატკის ჯილდო მიზან ზაინალ აბიდინისგან სერი პადუკა ბაგინდასთან დაკავშირებით თავისი 2008 წლის მიღწევისთვის[10]. მას ურთიერთობა ჰქონდა ვონგ მევ ჩოსთან, თანაგუნდელთან. 2009 წელს ლი და ვონგმა დააანონსეს, რომ ისინი აღარ იყვნენ ერთად 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ჰიდერაბადში, ინდოეთში. თუმცა ლიმ განაცხადა მევ ჩოსთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში[11]. ისინი დაქორწინდნენ 2012 წლის 9 ნოემბერს[12] და ეყოლათ ორი ბავშვი, კინგსტონი და ტერაანცი, რომელებიც დაიბადნენ 2013 წლის აპრილსა და 2015 წლის ივნისში შესაბამისად[13][14].
2011 წლის 16 მარტს ლიმ მიიღო 100 000 რინგიტამდე ნაჯიბ ტუნ რაზაკისაგან, ინგლისის ღია ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ[15]. ლის ავტობიოგრაფია „გაბედე იყო ჩემპიონი“ ოფიციალურად გამოქვეყნდა 2012 წლის 18 იანვარს[16]. 2012 წლის 5 ივლისს, ლის მიენიჭა ლეიტენანტ-კომანდერის ჰონორარი მალაიზიის სამეფო საზღვაო ფლოტისგან[17]. 2016 წლის 7 ოქტომბერს ლი დაწინაურდა სამეფო ფლოტის მოხალისეობრივი რაზმიდან რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე[18].
კარიერა
რედაქტირება2002–2007
რედაქტირებალიმ აირჩია მხოლოდ ერთი მიზანი 2002 და 2003 წლებში, მას სურდა მალაიზიის ღია ჩემპიონატის ფინალამდე მისულიყო 2003 წელს (ეს კი მისი პირველი ფინალი იქნებოდა მსხვილ ტურნირზე), სადაც მან წააგო ჩენ ჰონგთან, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას წარმოადგენდა[19]. შემდეგ ლიმ დაისახა ორი მიზანი 2004 წლისთვის მალაიზიის ღია ჩემპიონატი და ჩინეთის ტაიპეის ღია ჩემპიონატი. ლიმ მიიღო შესაძლებლობა ბადმინტონი ეთამაშა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ათენში. ოლიმპიურ თამაშებში მისი პირველი გამოჩენისას, ლიმ დაამარცხა ნგ ვეი ჰონგ-კონგიდან, პირველივე რაუნდში. მისი თავგადასავალი დასრულდა მეორე რაუნდში, როდესაც ის დაამარცხა ცენ ჰონგმა[20]. ლიმ კიდევ ორ ტურნირში მიიღო მონაწილეობა 2005 წელს, პირველი მალაიზიის ღია ჩემპიონატი, ხოლო მეორე დანიის ღია ჩემპიონატი. ლიმ მოიგო ვერცხლის მედალი თავის პირველ გამოსვლაში მსოფლიოს წინაშე, მას შემდეგ რაც წააგო ტაუფიკ ჰიდაიათთან ნახევარ-ფინალში[21].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „最新世界排名 林丹压宗伟重返第一“. Kwong Wah Yit Poh. 21 June 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 August 2013. ციტირების თარიღი: 25 June 2012.
- ↑ 2.0 2.1 马来西亚选手李宗伟向历史纪录挑战 中国三虎围剿林丹最有威胁. Malaysia International Education Alliance. Schoolmy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 17 August 2013.
- ↑ „Chong Wei a national hero, says Najib“. Daily Express News. 18 August 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 December 2008. ციტირების თარიღი: 21 November 2008.
- ↑ „London 2012 Badminton: Lin Dan beats Lee Chong Wei to win Gold“. NDTV. 5 August 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-07. ციტირების თარიღი: 5 August 2012.
- ↑ (2012) Dare to be a Champion. Bukuganda Digital & Publication, გვ. 215. ISBN 9789671084328. ციტირების თარიღი: 2017-01-09. დაარქივებული 2017-10-16 საიტზე Wayback Machine.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Chinese. Sina Sport. sports.dl.net.cn (11 October 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 13 December 2008.
- ↑ Interview with Lee Chong Wei. Badminton-Information (25 May 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 24 November 2008.
- ↑ „$1,300 pension for Malaysian shuttler“. asiaonenews. 20 August 2008. ციტირების თარიღი: 24 November 2008.
- ↑ „Malaysian badminton star Lee to be UNICEF ambassador“. gulfnews.com. 27 February 2009. ციტირების თარიღი: 28 February 2009.
- ↑ „Chong Wei receives Darjah Bakti award“. newsabahtimes.com.my. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2015. ციტირების თარიღი: 15 August 2013.
- ↑ „Shuttler courts question marks over marriage date“. The Star. 8 August 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 8 August 2012.
- ↑ Shagar, Loshana K; Lim, Yvonne (9 November 2012). „Chong Wei, Mew Choo hold grand and glitzy wedding reception“. The Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 9 November 2012.
- ↑ „Chong Wei to name his son, due to be born today Kingston Lee“. The Star. 12 April 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 13 April 2013.
- ↑ Paul, Rajes (9 July 2015). „Chong Wei at ease after birth of second son“. The Star. ციტირების თარიღი: 11 July 2015.
- ↑ „PM presents PNB shares to Lee Chong Wei“. BAM. 16 March 2011. ციტირების თარიღი: 17 March 2011.
- ↑ Paul, Rajes (17 December 2011). „Chong Wei and Lin Dan move into the semis while promoting life stories“. The Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 18 December 2011.
- ↑ Chong Wei receives honorary lieutenant commander rank (5 July 2012).
- ↑ Congratulations, Commander Lee Chong Wei. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-28. ციტირების თარიღი: 2017-01-09.
- ↑ Paul, Rajes (8 September 2003). „Ruthless Chen Hong ended Chong Wei's fairy tale run“. The Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2003. ციტირების თარიღი: 16 March 2009.
- ↑ Letchumanan, Jaiarajo (6 August 2008). „Best Chance Of An Olympic Gold In Chong Wei's Court“. Bernama. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 June 2011. ციტირების თარიღი: 16 March 2009.
- ↑ „Lin to clash with Taufik“. The Hindu. 22 August 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 16 March 2009.