ლიფი (ირლ. An Life, ინგლ. Liffey) — მდინარე ირლანდიაში, მიედინება დუბლინის ცენტრის გავლით. ძირითადი შესართავები — დოდერი, პოდლი და კამაკი. მდინარე ჩაედინება დუბლინის ყურეში, ირლანდიის ზღვაში.

ლიფი
ირლ. An Life, ინგლ. Liffey

მდინარე ლიფი
ქვეყანა ირლანდია
სათავე უიკლოუს საგრაფო
53°09′22″ ჩ. გ. 06°17′17″ დ. გ. / 53.156250° ჩ. გ. 6.28806° დ. გ. / 53.156250; -6.28806
შესართავი ირლანდიის ზღვა
53°20′36″ ჩ. გ. 6°11′30″ დ. გ. / 53.343583° ჩ. გ. 6.191917° დ. გ. / 53.343583; -6.191917
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 125 კმ
ლიფი — ირლანდიის რესპუბლიკა
ლიფი
ლიფი
— სათავე, — შესართავი
ლიფი ვიკისაწყობში

გეოგრაფია

რედაქტირება

მდინარე ლიფი სათავეს იღებს კიპურისა და ტონდაფის მთებს შორის, უიკლოუს საგრაფოში, და მიედინება, დაახლოებით, 125 კილომეტრზე, ირლანდიის ზღვაში ჩასვლამდე, უიკლოუს, კილდერისა და დუბლინის საგრაფოებს შორის.

მდინარეზე აგებულია სამი ჰიდროელექტროსადგური, აგრეთვე რამდენიმე კერძო ჰიდრომოწყობილობა.

გამოყენება

რედაქტირება

ვიკინგების დროიდან დღემდე მდინარე გამოიყენება, როგორც სატრანსპორტო არტერია. ცნობილი სატვირთო ხომალდები „Lady Patricia“ და „Miranda Guinness“ 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოიყენებოდა ლუდ „გინესის“ გადმოსატანად „St. James’s Gate Brewery“-ს ქარხნიდან. ამჟამად ერთადერთი რეგულარული მოძრაობა მდინარეზე ხორციელდება მხოლოდ ტურისტული წყლის ტრამვაით, რომელიც დუბლინის ცენტრზე გადის.

ხიდები მდინარეზე დუბლინში: ჯეიმზ ჯოისის ხიდი, ოკონელის ხიდი, სამუელ ბეკეტას ხიდი, ფრანკ შერვინის ხიდი, შონ ჰიუსტონის ხიდი, პოლპენის ხიდი.

 
პანორამული ხედი მდინარე ლიფზე
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლიფი&oldid=3357121“-დან