დუბლინის ყურე — (ინგლ. Dublin Bay; ირლ. Cuan Bhaile Átha Cliath) — ყურე მდინარე ლიფის ირლანდიის ზღვაში ჩასვლის ადგილას. ყურის სიგრძეა 10 კმ, სიგანე 7 კმ. სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ყურეს ეკვრის ირლანდიის დედაქალაქი — დუბლინი.

დუბლინის საგრაფოს თანამგზავრიდან გადაღებული სურათი. მოწოდებულია ნასას მიერ
დუბლინის ყურე რუკაზე

დუბლინის ყურე ცნობილია თავისი წყალნაკლებობით, მასში ბევრი ქვიშის დანალექი და წყალმარჩხობაა, რასთანაც არის დაკავშირებული ჩაძირული გემების დიდი რაოდენობა დუბლინის მთელი ისტორიის განმავლობაში.

კოორდინატები: 53°20′ ჩ. გ. 6°07′ დ. გ. / 53.333° ჩ. გ. 6.117° დ. გ. / 53.333; -6.117

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: