ლი ლიუკე ტიმოტეი ზაკრისონი (შვედ. Li Lykke Timotej Zachrisson) ცნობილია, როგორც Lykke Li (ლიუკე ლი) (დ. 18 მარტი 1986, ისტადი, სკონე, შვედეთი) — შვედი მომღერალი, კომპოზიტორი და მოდელი. მისი მუსიკა ხშირად შეიცავს ინდ-პოპის, დრიმ-პოპის და ელექტრო-პოპის ელემენტებს; თავის სიმღერებში იყენებს შემდეგ ინსტრუმენტებს: ვიოლინოს, სინთეზატორს, დოლს, საყვირს, საქსოფონს, ჩელოს და აფრიკულ დასარტყამს.[6] ლი ფლობს სოპრანოს ვოკალურ დიაპაზონს.[7] ლის სადებიუტო ალბომი, Youth Novels, 2008 წელს გამოვიდა. მისი მეორე ალბომი, Wounded Rhymes, გამოიცა 2011 წელს, რასაც 2014 წელს მოჰყვა მისი მესამე ალბომი I Never Learn. 2016 წელს, ლიუკე ლიმ ჩამოაყალიბა ბენდი LIV.

ლიუკე ლი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლი ლიუკე ტიმოტეი ზაკრისონი
აგრეთვე ცნობილი როგორც ლიუკე ლი
დაბ. თარიღი 18 მარტი, 1986 (1986-03-18) (38 წლის)
დაბ. ადგილი ისტადი, სკონე, შვედეთი
წარმოშობა შვედეთის დროშა შვედეთი
ჟანრ(ებ)ი
  • ინდი--პოპი,[1][2] დრიმ-პოპი,[3] არტ-პოპი,[4] ელექტრო-პოპი[5]
საქმიანობა
  • მომღერალი
  • კომპოზიტორი
  • მოდელი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • ფორტეპიანო
  • პერკუსია
აქტიური 2007-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • LL
  • Atlantic
საიტი lykkeli.com
ლიუკე ლი ვიკისაწყობში

ადრეული წლები

რედაქტირება

ლიუკე ლი დაიბადა 1986 წლის 18 მარტს ისტადში, სკონეს ლენში. დედამისი, ჩარსტი სტიგი, ფოტოგრაფია, ხოლო მამამისი, იოჰან ზაკრისონი (სასცენო სახელით სილვერსურფანი), შვედური ბენდის Dag Vag-ის წევრია.[8] ოჯახი სტოკჰოლმში გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც ლიუკე ჯერ ბავშვი იყო და ლიუკეს ექვსი წლისას, ისინი გადავიდნენ პორტუგალიის მთებში საცხოვრებლად, სადაც ხუთი წელი გაატარეს. ოჯახმა, ასევე ბევრი დრო გაატარა ლისაბონსა და მაროკოში, ხოლო ზამთარში, ნეპალსა და ინდოეთში.[8][9] როდესაც ის იყო 19 წლის, სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ბრუკლინის ბუშვიკის რაიონში, ნიუ-იორკში.[10][11][12] დაბრუნდა, როდესაც ის იყო 21 წლის, თავისი ალბომის ჩასაწერად.[13]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Spanos, Brittany. (6 April 2015) Watch Lykke Li Crash in 'Never Gonna Love Again' Video. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 6 June 2016.
  2. Fitzmaurice, Larry. (18 November 2008) Lykke Li Unveils U.S. Tour. Spin. ციტირების თარიღი: 6 June 2016.
  3. Night Life: Lykke Li. New Yorker (4 October 2014). ციტირების თარიღი: 23 July 2016.
  4. Reed, Ryan. (28 February 2011) Lykke Li: Wounded Rhymes. Paste. ციტირების თარიღი: 6 June 2016.
  5. The 25 Best Albums of 2011. Slant Magazine (24 December 2011). ციტირების თარიღი: 23 July 2016.
  6. Youth Novels (CD liner notes). Lykke Li. LL Recordings. 2008. 520279.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  7. Empire, Kitty (17 April 2011). „Lykke Li – review“. The Guardian. ციტირების თარიღი: 26 July 2012.
  8. 8.0 8.1 Cripps, Charlotte (2008-06-23). „Lykke Li: The Swedish pop sensation shows wisdom beyond her years“. The Independent (London). ციტირების თარიღი: 2008-06-28.
  9. Parkin, Chris (2008-01-28). „Lykke Li: interview“. Time Out (London). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-16. ციტირების თარიღი: 2008-06-28.
  10. Gale, Ezra (2009-05-27). „Lykke Li on Nearly Getting Mugged in Bushwick“. The Village Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-01. ციტირების თარიღი: 2009-06-01.
  11. Paphides, Pete (2008-05-16). „Swede unsoured: Lykke Li Zachrison on pursuit of the breakthrough“. The Times (London). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-18. ციტირების თარიღი: 2008-06-28.
  12. Toms, Katie (2008-06-01). „Meet the Swede sensation“. The Guardian (London). ციტირების თარიღი: 2008-06-28.
  13. Michelle. (9 September 2008) Killahbeez exclusive: an interview with Lykke Li. Killahbeez. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 3 September 2010.