ლიუდმილა პეტრუშევსკაია

ლიუდმილა პეტრუშევსკაია (რუს. Людми́ла Стефа́новна Петруше́вская; დ. 26 მაისი, 1938, მოსკოვი) — რუსი პროზაიკოსი, მომღერალი, პოეტი და დრამატურგი.

ლიუდმილა პეტრუშევსკაია
რუს. Людмила Стефановна Петрушевская
დაბადების თარიღი 26 მაისი, 1938(1938-05-26)[1] [2] [3] [4] [5] (86 წლის)
დაბადების ადგილი მოსკოვი
საქმიანობა დრამატურგი, საბავშვო მწერალი, მწერალი, სცენარისტი, პროზაიკოსი, პოეტი, მომღერალი და fairy tales writer
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  რუსეთი[6]
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები World Fantasy Award for Best Collection, A. S. Pushkin Award, Golden Mask და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
შვილ(ებ)ი Fyodor Pavlov-Andreevich
საიტი petrushevskaya.ru

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლიუდმილა პეტრუშევსკაია დაიბადა 1938 წლის 26 მაისს, მოსკოვში, მოსამსახურის ოჯახში. იგი არის ენათმეცნიერ ნიკოლაი ფეოფანოვიჩის შვილიშვილი. ნიკოლაის ნაშრომები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე. ომის დროს იგი ცხოვრობდა ნათესავებთან, ასევე ბავშვთა სახლში ქალაქ უფასთან.

ომის შემდეგ იგი დაბრუნდა მოსკოვში, დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა მოსკოვური გაზეთების კორესპონდენტად. 1972 წლიდან ის არის ცენტრალული სატელევიზიო სტუდიის რედაქტორი.

ლიუდმილა პეტრუშევსკაიამ ადრე დაიწყო ლექსების წერა. წერდა სცენარებს სტუდენტთა საღამოებისთვის და სერიოზულად არც ფიქრობდა, რომ გამხდარიყო მწერალი.

მისი პირველი გამოქვეყნებული მოთხრობა იყო „Через поля“, რომელიც გამოიცა 1979 წელს ჟურნალ „ავრორა“-ში. ამის შემდეგ სტეფანოვნას პროზა აღარ იბეჭდებოდა 10 წელი და მისი გამოშვება დაიწყეს მასშტაბური გარდაქმნებისას. ლუდმილას შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანია და მან ძალიან ბევრი ადამიანი მოხიბლა, რამაც გამოიწვია მისი პოპულარობა.

მისი შემოქმედება მოიცავს ქალთა ცხოვრებას ახალგაზრდობიდან სიბერემდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება