ლიტერატურული ექსპრესი
„ლიტერატურული ექსპრესი“ — ლაშა ბუღაძის 2009 წლის რომანი[1]. რომანი ითარგმნა გერმანულ (2015)[2], ინგლისურ (2014)[3] და არაბულ (2015)[4] ენებზე. რომანის მთავარი თემა ის დიდი ლიტერატურული პრობლემაა, რომელსაც პატარა ერები განიცდიან.
„ლიტერატურული ექსპრესი“ | |
---|---|
| |
ავტორი | ლაშა ბუღაძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
თემა | ლიტერატურა |
ჟანრი | სატირა, რომანი, აბსურდი |
გამომცემელი | სულაკაურის გამომცემლობა |
გამოცემის თარიღი | 2009 |
გვერდი | 288 |
ISBN | ISBN 978-9941-23-599-3 |
რომანის შესახებ
რედაქტირება„ლიტერატურული ექსპრესი“ — მწერალ ლაშა ბუღაძის ექსპერიმენტული მატარებელია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქს გაივლის. მგზავრები კი ქართველი და სხვა ეროვნების მწერლები არიან. მოგზაურობის ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ თითოეულ მათგანს ქალაქიდან ქალაქში ხეტიალი შთაგონებას მოუტანდა. ეს გასეირნება ზოგისთვის ახალი ნაწარმოების შექმნის იმპულსად, ზოგისთვის – უკვე დაწერილის პოპულარიზაციის, ზოგისთვის კი საკუთარი ცხოვრების გადაფასების ან უბრალოდ, მშვენიერი ქალის დევნის საშუალებად იქცა.
თავად ავტორი რომანის შესახებ ამბობს:
მე თვითონ ვიყავი აკა მორჩილაძესთან და ლაშა ბაქრაძესთან ერთად ასეთი ტიპის სემინარზე. ისიც მოძრავი სემინარი იყო, და ჩვენც, ისევე, როგორც ჩემი წიგნის პერსონაჟებმა, მატარებლით შემოვიარეთ ნახევარი ევროპა, თუმცა, ცხადია, ეს რომანი ჩვენზე არ არის, არამედ უბრალოდ ფაბულად გამოვიყენე
სიუჟეტი
რედაქტირებარომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ქართველი მწერალი ზაზაა. ის თხრობას აგვისტოს ომის მოვლენებიდან იწყებს. ელენე, მისი შეყვარებული ღალატის გამო დაშორდა. ამის შემდეგ ზაზას მუზა გაუწყდა. მაგრამ ის ევროპულ პროექტში მიიწვიეს სახელად – ლიტერატურული ექსპრესი. ეს ექსპერიმენტული მატარებელი ევროპის 100 მწერალს მოატარებდა სხვადასხვა ქალაქს, სადაც მათ შთაგონება უნდა სწვეოდათ. ზაზას მარშრუტი ლისაბონიდან დაიწყო, სადაც თანამემამულე პოეტ ზვიად მეიფარიანთან ერთად გაემგზავრა. იქ მათ ქართველი ახალგაზრდა კრიტიკოსი ილიკო დახვდებათ, რომელიც მეგზურობას გაუწევს. პირველი გაჩერება მადრიდი იქნება.
ყველაფრის მიუხედავად, ზაზას უჭირს სხვა მწერლებთან ურთიერთობა და მხოლოდ თანამემამულეებთან საუბრობს. თუმცა მალე მას ბერძენი მწერალი ჰელენა შეუყვარდება. ის ყველანაირად ცდილობს ქალს თავი მოაწონოს. ერთ დღესაც სასტუმრომდე მის მთვრალ ქმარს მიაცილებს და ჰელენასაც გაიცნობს. ბერძენი მწერლის ქმარი, მაცეკი გამომცემელია და ზაზას შესთავაზებს კრებულის უცხოეთში გამოცემას, თუ მასში აგვისტოს ომზეც არის მოთხრობები. ზაზა იცრუებს, რომ ასეა და დათანხმდება. ლიტერატურული ექსპრესი მოივლის მადრიდს, პარიზს, ბრიუსელს, ფრანკფურტს, მალბორკს, მაგრამ ზაზასთვის და ზვიადისთვის რუსეთში გასვლა შეუძლებელი აღმოჩნდება იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციის გამო.
ისინი ერთ–ერთ პოლონური ქალაქის სასტუმროში გაჩერდებიან. აღმოჩნდება, რომ მოსკოვში არც ჰელენა გამგზავრებულა. ზაზა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში დაუახლოვდება ქალს. ერთ ღამეს ჰელენა ქართველ მწერალს ოთახში ესტუმრება და თავის სენტიმენტალურ ისტორიას მოუყვება. ზაზა ქალს გაუმხელს თავის გრძნობებს, თუმცა საწინააღმდეგოდ იგივეს ვერ იღებს. მალე მწერლები მოსკოვიდან დაბრუნდებიან. ბოლო გაჩერება კი ბერლინი იქნება, სადაც ზაზა თავის საწადელს მაინც მიაღწებს. მწერალი თბილისში შთაგონებით სავსე დაბრუნდება და ამ ისტორიის დაწერას დაიწყებს.
გამოხმაურება და კრიტიკა
რედაქტირებაკრიტიკოსთა აზრით, რომანი სასაცილოც არის და სევდიანიც. აქ მრავლადაა სასიყვარულო სცენები, ხანდახან სენტიმენტალური და წირპლებიანი, ხანაც მუშა-ფიზკულტურული, ხმაურიანი ორგაზმებითა და ტუალეტში მიმწყვდევებით. "ლიტერატურული ექსპრესი" ლაშა ბუღაძის პირველ რომანია რომელშიც იგი პირველი პირით ჰყვება ამბავს. ლიტერატორი მალხაზ ხარბედია მიიჩნევს, რომ წიგნში ძალიან ბევრი ჟარგონია, რომლებიც ზოგჯერ ძალიან სასაცილო, ხშირია იდიოლექტები, კონკრეტული სოციალური ჯგუფისთვის ან ადამიანებისთვის დამახასიათებელი მეტყველება. მისთვის ძალიან საინტერესოა მონაკვეთი, სადაც სატელეფონო მესიჯების ორთოგრაფიაზეა საუბარი.
რომანში სალაღობო-ესეისტური ჩანართებიც არის. ერთი მთლიანი პასაჟი ეძღვნება ზღვას ქართულ ლიტერატურაში. რომანში 2 გვერდიან ნარკვევსაც შევხვდებით იმ სირთულეების შესახებ, რომელსაც ქართველი მწერალი აწყდება ეროტიკული სცენის აღწერისას. ასევე ბევრია საუბარი ქართველ მკითხველზე, რომლების “ომებში გავწყდით”, ფეთიანი ქართველი მამაკაცებისთვის დამახასიათებელ ძირითად ფობიაზე – სიახლის შიშზე და ა.შ.[5]
ჩვენი ლიტერატურული გეოგრაფია ძალიან მცირეა და თავისთავად, ამ მწერლებსაც, ჩემი წიგნის პერსონაჟებსაც ეს პრობლემა აქვთ. ისინი რთულად გადიან, მათ კომპლექსი აქვთ, რომ მათი ამბები არ იქნება საინტერესო კავკასიის ქედის მიღმა. არათუ კავკასიის ქედის, არამედ მათი ბინებიდანაც და სამეგობრო წრიდან გასვლაც ძალიან რთულია ხოლმე, იმიტომ, რომ ეს სიუჟეტები დაბადებისთანავე თითქოსდა სიკვდილისთვისაა განწირული და რეალურად მკითხველი არ არსებობს
ძირითადი პერსონაჟები
რედაქტირება- ზაზა - 28 წლის ქართველი მწერალი, რომელსაც ერთი მოთხრობების კრებული აქვს გამოცემული. მას ლიტერატურული ექსპრესის 100–დან ერთ–ერთ წევრად აირჩევენ.
- ზვიად მეიფარიანი - ქართველი პოეტი, რომელიც ევროპულ ტურში ზაზასთან ერთად გაუშვებენ. 13 პოეტური კრებულის ავტორი.
- ილიკო - ახალგაზრდა კრიტიკოსი, რომელიც ლისაბონიდან მოყოლებული ქართველი მწერლების თანამგზავრი გახდება.
- ჰელენა - ბერძენი კრიტიკოსი ქალი, რომელიც ზაზას შეუყვარდეაბა.
- მაცეკი - ჰელენას ქმარი. ის ზაზას კრებულის თარგნას პირდება.
- ელენე - ზაზას შეყვარებული, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დაშორდება მწერალს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://sulakauri.ge/books/single/1496
- ↑ http://goodnews.on.ge/news/2309-lasha-bugazis-cigni-literaturuli-ekspresi-germaniashi-targmnes[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-03-05.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2016-03-05.
- ↑ http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2036664.html