ჯონათან ლიტელი

(გადამისამართდა გვერდიდან ლიტელი, ჯონათან)

ჯონათან ლიტელი (ინგლ. Jonathan Littell, დ. 10 ოქტომბერი, 1967) — ამერიკელი, ფრანგულენოვანი მწერალი. 39 წლის ასაკში დაწერა თავისი პირველი რომანი, კეთილგანწყობილნი, რომელმაც 2006 წელს გონკურის პრემია და საფრანგეთის აკადემიის რომანის დიდი პრემია მიიღო.

ჯონათან ლიტელი
ინგლ. Jonathan Littell
ფრანგ. Jonathan Littell
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1967(1967-10-10)[1] [2] [3] (57 წლის)
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი[4] [5]
საქმიანობა მწერალი[3] , მთარგმნელი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, რომანისტი და კინორეჟისორი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  აშშ
 საფრანგეთი[6]
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი და Lycée Fénelon, Paris
Magnum opus კეთილგანწყობილნი
ჯილდოები გონკურის პრემია, საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი რომანისათვის და Sade Prize[7]

ჯონათანი პოლონეთიდან ამერიკაში ემიგრირებული ებრაელების ოჯახში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონათან ლიტელის ოჯახს პირდაპირ არ შეხებია ევროპაში ებრაელთა წინააღმდეგ მიმართული დევნა, მწერლისთვის ეს მაინც უმნიშვნელოვანესი თემაა, რამაც გამოძახილი ჰპოვა მის პირველ ნაწარმოებში.

ბავშვობაში ვიეტნამის ომის თემით გატაცებული ჯონათანი შემდგომში ბალკანეთში, კონკრეტულად ბოსნია და ჰერცეგოვინაში 7 წელს დაჰყოფს გაეროს ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში. ამავე პროგრამით იმყოფებოდა ჩეჩნეთში, ავღანეთში, კონგოსა და მოსკოვში.

1989 წელს გამომცემლობა Signet Book გამოსცემს ჯონათან ლიტელის პირველ ნაწარმოებს, Bad Voltage. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომლის სიუჟეტი ვითარდება კიბერპანკურ სამყაროში.

2001 წელს გადაწყვეტს თავი დაანებოს ჰუმანიტარულ მოღვაწეობას და მთელი დრო მიუძღვნას თავის პირველ რომანზე მუშაობას. კეთილგანწყობილნი ასახავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, კონკრეტულად აღმოსავლეთის ფრონტს გამოგონილი პერსონაჟის, ესესის ოფიცრის, მაქსიმილიან ოს მოგონებების სახით.

2006 წელს გამოსცა ლიტელის კიდევ ერთი წიგნი,(The Security Organs of the Russian Federation - A Brief History 1991-2005), რომელიც წარმოადგენს ვრცელ მოხსენებას 1991 - 2005 წლებში რუსეთის ფედერაციის საიდუმლო სამსახურების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. 3.0 3.1 The Fine Art Archive — 2003.
  4. Deutsche Nationalbibliothek Record #132309327 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. Czech National Authority Database
  6. https://www.lesechos.fr/tech-medias/hightech/exclusif-comment-le-pdg-de-snapchat-est-devenu-francais-1156728
  7. https://www.livreshebdo.fr/article/jonathan-littell-couronne-par-le-prix-sade-2018