ლინკოლნ ელზუორთი

(გადამისამართდა გვერდიდან ლინკოლნ ელსუორთი)

ლინკოლნ ელზუორთი (ინგლ. Lincoln Ellsworth; დ. 12 მაისი, 1880 — გ. 26 მაისი, 1951) — ამერიკელი პოლარეთის მკვლევარი, მფრინავი. 1925 წელს იყო ჩრდილოეთ პოლუსისაკენ მიმავალი რუალ ამუნდსენის ექსპედიციის ერთ-ერთი თვითმფრინავის შტურმანი. 1926 წელს მონაწილეობდა ამუნდსენის ექსპედიციაში დირიჟაბლზე „ნორვეგია“ (მარშრუტი შპიცბერგენიჩრდილოეთ პოლუსიალასკა). 1935 წლის ნოემბერ-დეკემბერში მფრინავ ჰერბერტ ჰოლიკ-კენიონთან ერთად შეასრალა პირველი ტრანსანტარქტიკული გადაფრენა, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა მთათა ჯაჭვი ეტერნიტი, სენტინელის ქედი და ელზუორთის მთები. 1938–1939 წლებში შეასრულა გადაფრენა ანტარქტიდის შიდა რეგიონებში. 1928 წელს დაჯილდოვდა აშშ-ის კონგრესის ოქროს მედლით. ელზუორთის სახელობისაა კონცხი კუნძულ იანგზე, მწვერვალი კუინ-მოდის მთებში, ყინულქვეშა ტბა ანტარქტიდაში და ანტარქტიკული სადგური.

ლინკოლნ ელზუორთი

ლინკოლნ ელზუორთი
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1880
ჩიკაგო, აშშ
გარდაცვალების თარიღი 26 მაისი, 1951
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა პოლარეთის მკვლევარი, მფრინავი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება