ლინდა რამა (ალბ. Linda Rama; დ. 30 დეკემბერი, 1964) — ალბანელი ეკონომისტი (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი), მკვლევარი, უნივერსიტეტის ლექტორი და ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველი.[4][5]

ლინდა რამა
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1964(1964-12-30) (59 წლის)
მოქალაქეობა  ალბანეთი
საქმიანობა ეკონომისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ტირანის უნივერსიტეტი და ევროპის უნივერსიტეტი (ტირანა)
ალმა-მატერი ტირანის უნივერსიტეტი
მეუღლე ედი რამა[1] [2] და თანას ხილარი[3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

რამა დაიბადა ტირანაში 1964 წლის 30 დეკემბერს. მისი მამა იყო პროფესიით მუსიკოსი და უკრავდა საყვირზე, ხოლო დედა მუშაობდა ყოფილი ავტოტრაქტორების ქარხნის ადმინისტრაციულ განყოფილებაში. ბავშვობაში სწავლობდა კოსოვოს დაწყებით სკოლაში, შემდგომში კი ტირანის რვაწლიან სკოლაში „20 Vjetori“. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ტირანის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, სადაც იგი დაეუფლა სამრეწველო ქიმიას, ეკონომიკასა და სამრეწველო ეკონომიკას..[6] 1987 წელს რამამ მუშაობა ნახევარ განაკვეთზე დაიწყო უნივერსიტეტში, ხოლო პროფესიული კარიერა დაიწყო ტირანის ტექსტილის ქარხანაში.[7] 1992 წელს, ერთი წლის შემდეგ ალბანეთში კომუნიზმის დაცემიდან, მან დატოვა ქვეყანა და სასწავლებლად გადავიდა პრაღის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, სადაც იგი გახდა პირველი ეკონომისტი მაგისტრის ხარისხით, 1990-იან წლებში კი, იგი დაბრუნდა ალბანეთში..[6] 1996 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი ეკონომიკურ მეცნიერებაში, დისერტაციით „ეკონომიკური რეფორმა და მასობრივი პრივატიზაცია ალბანეთში“. სწავლის დასრულების შემდეგ რამა დაბრუნდა სამუშაოდ საერთაშორისო ფინანსების ლექტორად, მოგვიანებით კი ასწავლიდა საჯარო პოლიტიკას და საჯარო რისკების მართვას ტირანის ევროპულ უნივერსიტეტში.

1993 წელს ლინდა რამამ მუშაობა დაიწყო საჯარო ადმინისტრაციაში (მინისტრთა საბჭოსთან არსებული პრივატიზაციის ეროვნული სააგენტო) და ყურადღება გაამახვილა მსხვილი და სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაზე. 1997 წელს გახდა სააგენტოს გენერალური დირექტორი და მან შეძლო ამ თანამდებობის შენარჩუნება 1998 წლამდე. 

1999 წლის მარტში მან დააარსა ადამიანის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი (HDPC). მას შემდეგ იგი მუშაობდა მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტის კონსულტანტად. იგი იყო აქციების რეგისტრაციის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს (ალბანეთის საფონდო ბირჟის წინამორბედი) წევრი (1996–1999 წწ.).

1999 წელს, ლინდა გახდა ალბანეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთი პირველი ანალიტიკური ცენტრის, ჰუმანური განვითარების ხელშეწყობის ცენტრის (HDPC) თანადამფუძნებელი.

2005 წელს იგი დაინიშნა ალბანეთში ღია საზოგადოების ფონდის მმართველი კომიტეტის წევრად და თავმჯდომარედ (2005–2010 წწ.), მოგვიანებით კი ამერიკის საინვესტიციო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად (2015–2018 წწ.).

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლინდა რამა 1989 წელს დაქორწინდა თანას ხილარზე, ამ ქორწინების შედეგად მათ ჰყავთ ქალიშვილი, რეა ხილარი. იგი 2010 წელს ცოლად გაჰყვა ალბანეთის მომავალ პრემიერ-მინისტრს ედი რამას.[8] მათ ჰყავთ ვაჟი ზაჰო რამა, რომელიც დაიბადა 2014 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.dailymotion.com/video/x3n1o6l
  2. https://peqini.com/linda-xhillari-basha-gruaja-e-edi-rames-foto/
  3. http://www.shkodranews.org/linda-rama-nga-konkubine-ne-sulltaneshe/
  4. Dita e Gruas ne Pallatin e Brigadave. ციტირების თარიღი: 2023-01-05
  5. Women are the heroes of our time. ციტირების თარიღი: 2023-01-05
  6. 6.0 6.1 media, lexo al. (2020-08-13) Profil / Bashkëshortja e Kryeministrit që diti të jetë gjithmonë Linda… en-US. ციტირების თარიღი: 2023-01-05
  7. PROFILE. ციტირების თარიღი: 2023-01-05
  8. Lidhjet dashurore te Edi Rames nga Makoci tek Basha – Arkiva Shqiptare e Lajmeve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 25 June 2017