ევროპის უნივერსიტეტი (ტირანა)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევროპის უნივერსიტეტი (მრავალმნიშვნელოვანი).

ტირანის ევროპის უნივერსიტეტი (ალ: Universiteti Europian i Tiranës) ― აკრედიტებული კერძო უნივერსიტეტი ტირანაში, ალბანეთში. დაარსდა 2006 წლის 20 სექტემბერს.[1] ტირანის ევროპის უნივერსიტეტი ლიცენზირებულია ალბანეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.[2]

დაფუძნდა 2006
ტიპი კერძო უნივერსიტეტი
სტუდენტი 2 952
ქვეყანა ალბანეთი
ევროპის უნივერსიტეტი (ტირანა) — ალბანეთი
ევროპის უნივერსიტეტი (ტირანა)
http://www.uet.edu.al/

სწავლება რედაქტირება

ტირანის ევროპის უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამწლიანი კურსის დასრულებაა აუცილებელი. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც, რომლებიც 1-1.5 წელს გრძელდება.[3] 2011 წელს უნივერსიტეტმა სოციალური, ეკონომიკური და იურიდიული მეცნიერებების სადოქტორო ხარისხის მინიჭების უფლება მიიღო.[4]

Webometrics-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ტირანის ევროპულ უნივერსიტეტს ქვეყნის მასშტაბით მერვე ადგილი უკავია (2022).[5]

სქოლიო რედაქტირება

  1. Founders – Official Website
  2. History of University - Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-01. ციტირების თარიღი: 2010-02-26
  3. Programs of Study - Official Website. ციტირების თარიღი: 2010-11-02
  4. Doctoral Program - Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-03. ციტირების თარიღი: 2022-03-16.
  5. Webometrics Ranking of World Universities for Albania