ლიმფური სისტემა
ლიმფური სისტემა — ორგანიზმში არსებული და კარგად განვითარებული სისტემა,ეგრეთ წოდებული ლიმფური კაპილარები. სხეულის კაპილარებში სისხლის მიმოქცევის დროს მისი თხევადი ნაწილის გარკვეული რაოდენობა არ გადადის ვენებში, არამედ გამოჟონავს კაპილარის კედელში და გადადის მის ირგვლივ მდებარე შემაერთებელ ქსოვილში, რომლითაც შეერთებულია ყველა ორგანო და ქსოვილის უჯრედები. ამ კაპილარების თხელ კედლებში შედის სისხლისა და ქსოვილის შორის არსებული გარშემო ქსოვილთა სითხე, რომელსაც აქ უკვე ლიმფა ეწოდება.
ლიმფური სისტემის შემადგენლობა
რედაქტირება- ლიმფური ნაპრალები (ლათ. spatie lymphatici)
- ლიმფური კაპილარები (ლათ. capillare lymphatici)
- ლიმფური მილები (ლათ. vasa lymphatica)
- გულმკერდის ლიმფური სადინარი (ლათ. ductus thoracicns)
- მარჯვენა ლიმფური სადინარი (ლათ. ductus lumphaticus daxter)
- ლიმფური კვანძები (ლათ. folliculi lymphatici s. lymphonodi)
ლიმფა
რედაქტირებაიგი მკრთალი, მოყვითალო, თითქმის უფერული სითხეა, რომელიც პლაზმისა და უჯრედების სხვადასხვა ელემენტებისაგან შედგება. ლიმფის ფორმიანი ელემენტები კი ძირითადად უბირთვო ლეიკოციტებია, რომელიც ლიმფაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ლიმფურ კვანძებში გადასვლისას. გარდა ამისა ლიმფაში შეიძლება შეგვხვდეს ასევე ბირთვიანი ლეიკოციტები და ერითროციტები, თუმცა ისინი ლიმფასთვის დამახასიათებლებნი არ არიან.
სხვადასხვა ქსოვილის და ორგანოს ლიმფა თავისი შემადგენლობით შეიძლება მნიშვნელოვნად განსხავდებოდეს ერთმანეთისაგან, რადგან ის უჯრედების დესიმილაციის პროდუქტებს შეიცავს.
ლიმფის გამოტანა უჯრედთა შორის ლიმფური ნაპრალებიდან ენდოთელით მოფენილი ლიმფური ძარღვების გზით ხდება. ამ ძარღვებს გულმკერდის სადინარისა და მარჯვენა ლიმფური სადინარის დახმარებით ლიმფა ვენურ სისხლში გადააქვს. ამრიგად, სისხლიდან ლიმფურ კაპილარებში გადასული სითხე კვლავ უბრუნდება სისხლს და მასში უჯრედების დაშლილი მთელი რიგი პროდუქტები შეაქვს.
ლიმფური სივრცეები
რედაქტირებალიმფური სივრცეები უჯრედშუა ნაპრალებია, რომლებშიც სისხლძარღვთა კაპილარებიდან გამოჟონავს ლიმფას. ასეთ სივრცეებს ეკუთვნის: პერიტონეუმის, პლევრისა და გულის პერანგის, სეროზული ღრუები, ტვინის პარკუჭების ღრუები, ზურგის ტვინის ცენტრალური არხი, თავისა და ზურგის ტვინის გარსთაშუა სივრცეები, შიგნიტა ყურის სივრცე, თვალის კამერები, პერივასკულარული და პერინევრალური სიბრცეები, სახსრების და მყესების ბუდეების სინოვიალური ღრუები და სხვა.
ლიმფური კაპილარები
რედაქტირებალიმფური კაპილარები უწვრილესი სისხლძარღვებია, რომლებსაც ლიმფა გამოაქვს უჯრედშუა ნაპრალებიდან. ლიმფური კაპილარების კედელი, სისხლძარღვთა კაპილარების მგავსად, შედგება ერთ შრედ განლაგებული ენდოთელის უჯრედებიდან, რომელთა დიამეტრიც გაცილებით დიდია ვიდრე სისხლძარღვთა კაპილარების.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელენთა — MedGeo.Net დაარქივებული 2015-11-30 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- თვალაძე გ., ადამიანის ანატომია, ტ. 2, გვ. 206-209.