ლილი პონსი (მსახიობი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალისა ჯოზეფინ პონსი (დ. 12 აპრილი, 1898 — გ. 13 თებერვალი, 1976), პროფესიონალურად ცნობილი როგორც ლილი პონსიფრანგი-ამერიკელი საოპერო სოპრანო და მსახიობი, რომელსაც აქტიური კარიერა ჰქონდა 1920-იანი წლების ბოლოდან 1970-იანი წლების დასაწყისამდე. მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში, ოპერას ასრულებდა.

ლილი პონსი

პონსი 1937 წელს
დაბადების სახელი ელის ჯოზეფინ პონსი
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1898
დრაგინიანი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 13 თებერვალი, 1976 (77 წლის)
დალასი, ტეხასი, აშშ
ეროვნება ფრანგი, ამერიკელი
საქმიანობა საოპერო მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1920-1970
მეუღლე(ები) აუგუსტ მესრიცი (იქ. 1930–33)
ანდრე კოსტენალეცი (იქ. 1938–58)

როგორც კონცერტების მომღერალს, მას ასევე ჰქონდა წარმატებული და მომგებიანი კარიერა, იგი კონცერტებზე 1973 წლამდე მღეროდა. 1935–1937 წლებში იგი გადაიღეს სამ მიუზიკლში, RKO Pictures-თვის. უამრავჯერ გამოსულა როგორც ტელევიზიაში, ასევე რადიოში, მონაწილეობას ღებულობდა მრავალფეროვან პროგრამებში, მათ შორის არის: ედ სალივანის შოუ, კოლგეიტის კომედიის საათი და დეივ გეროუვის შოუ. ჩაწერილი აქვს ათობით ჩანაწერი, ჩაწერა როგორც კლასიკური, ასევე პოპულარული მუსიკა. იგი საფრანგეთის მთავრობამ დააჯილდოვა Croix de Lorraine და საპატიო ლეგიონის ორდენით.

მისი მოსაზრებები მოდისა და სახლის დეკორაციის შესახებ ხშირად იკითხებოდა ქალთა ჟურნალებში და იგი ლოკჰიდის თვითმფრინავების, ნოქს ჟელატინის და ლიბის სარეკლამო სახე იყო. Opera News-მა 2011 წელს დაწერა: ”პონსიმ ხელი შეუწყო თავისებურ მარკეტინგულ საზრიანობას, რომელიც აქამდე არცერთ მომღერალს არ ჰქონია; მხოლოდ ლუჩანო პავაროტი იყო წარმატებული მასმედიის გამოყენებაში”.

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება
 
ლილი პონსი მონრეალში, 1939 წელი

ცნობილი მომღერალი და მსახიობი ლილი პონსი დაიბადა 1898 წლის 12 აპრილს, დრაგინიანში, ქალაქ კანის მახლობლად. იყო ფრანგი ლეონარდ აუგუსტ ანტოინ პონსის და იტალიაში დაბადებული, მარია პონსის ქალიშვილი. ფორტეპიანოზე დაკვრა შეისწავლა პარიზის კონსერვატორიაში, პირველი პრიზი 15 წლის ასაკში მოიგო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წელს, იგი დედასთან და უმცროს დასთან, ჯულიეტასთან (დაიბადა 1902 წლის 22 დეკემბერს — გარდაიცვალა 1995 წელს) ერთად კანში გადავიდა საცხოვრებლად.

1925 წელს, სოპრანო დინა ბიუმერმა და ავგუსტ მესრიცმა, წარმატებულმა გამომცემელმა პონსი გაამხნევეს, და დათანხმდნენ მისი სიმღერის კარიერის დაფინანსებაზე. ამის შემდეგ, სიმღერის გაკვეთილებზე პარიზში, ალბერტო დე გოროსტიაგასთან დადიოდა. მოგვიანებით, ნიუ-იორკში სიმღერა ელის ზეპილთან შეისწავლა. [1] 1930 წლის 15 ოქტომბერს პონსი დაქორწინდა თავის პირველ ქმარზე, მესრიცზე და შემდეგი რამდენიმე წელი დიასახლისად გაატარა. ისინი 1933 წლის 7 დეკემბერს განქორწინდნენ. [2] [3]

მისი დებიუტრი ოპერაში 1928 წელს Mulhouse-ში შედგა. 1928 წელს, რამდენიმე როლის შესრულება დაიწყო საფრანგეთის პროვინციულ საოპერო თეატრებში. იგი აღმოაჩინა დრამატიკოსმა ტენორმა ჯოვანი ზენატელომ, რომელმაც იგი ნიუ-იორკში წაიყვანა. მოგვიანებით, პონსიმ ხელშეკრულება გააფორმა RCA Records-თან.

1931 წლის 3 იანვარს პონსმა, აშშ-ში უცნობმა, ლუსია, დონიცეტის ლუსია დი ლამერმური შეასრულა, რის გამოც მისი სახელის მართლწერა შეიცვალა და გახდა ლილი. მისმა შესრულებამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა. იგი გახდა ვარსკვლავი და მემკვიდრეობით მიიღო გალი-კურშის მნიშვნელოვანი როლები. 1940 წელს იგი გახდა შეერთებული შტატების ლეგალური მოქალაქე. 1938 წლიდან 1958 წლამდე იყო დაქორწინებული დირიჟორზე, ანდრე კოსტელანეცზე. 1955 წელს მათ სახლი პალმ სპრინგსში, კალიფორნიაში ააშენეს. [4]

 
პონსი 1935 წელს

1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, პონსიმ გააუქმა შემოდგომისა და ზამთრის სეზონი ნიუ-იორკში და ამის ნაცვლად გასტროლები ჩაატარა აშშ-ს გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ პონსი პენსიაზე გასვლის შემდეგ კონცერტებზე ისევ მღეროდა, მისმა პოპულარობამ 1972 წელს პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც საინფორმაციო საშუალებებმა განაცხადეს, რომ იგი კონცერტზე ლინკოლნის ცენტრში იმღერებს. კონცერტის ყველა ბილეთი მათი არსებობიდან ერთ საათში გაიყიდა. ისტორიული კონცერტი, გაიმართა 1972 წლის 31 მაისს. 1945 წელს გასტროლები გააგრძელა ჩინეთში, ბელგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. შინ დაბრუნებულმა მან მოინახულა ამერიკის შეერთებული შტატები.

რადიო, ტელევიზია და კინო

რედაქტირება

მან ითამაშა RKO–ს სამ ფილმში: მე ძალიან ბევრს ვოცნებობ (1935), ფილმში მასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჰენრი ფონდამ, შემდეგ წელს გადაიღეს ფილმში, ეს გოგონა პარიზიდან (1936) და მაღალზე დარტყმა (1937). მან ასევე შეასრულა არია 1947 წლის ფილმში „კარნეგი ჰოლი“.

გარდაცვალება

რედაქტირება

იგი გარდაიცვალა პანკრეასის კიბოთი, დალასში, ტეხასში, 77 წლის ასაკში. მისი ნეშტი სამშობლოში დააბრუნეს, რათა Cimetière du Grand Jas-ში, კანში დაეკრძალათ. [5] მისი ერთადერთი ცოცხალი ნათესავი, მისი ძმისშვილი, ჯონ დე ბრაი (მისი დის, ჯულიეტ პონსის ვაჟი), არქეოლოგია, რომელიც ფლორიდაში ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Edwin Schallert (October 28, 1951). „Broadway Songstress, Captured by Films, Looks to Rosy Future“. Los Angeles Times.
  2. Fred Cohn (October 2011). „Tiger Lily“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)Fred Cohn (October 2011). "Tiger Lily". Opera News. 76 (4).
  3. Drake & Beall Ludecke 1999.
  4. Meeks (2012). The Best Guide Ever to Palm Springs Celebrity Homes. 
  5. Cannes Tourist Office