ლილიან გიში
ლილიან დაიანა გიში[1] (ინგლ. Lillian Gish; დ. 14 ოქტომბერი, 1893 — გ. 27 თებერვალი, 1993) — ამერიკელი მსახიობი,[2] რეჟისორი და მწერალი. მისი კინოკარიერა 75 წელს ითვლის. კინოში თამაში 1912 წელს, მუნჯ ფილმებში მონაწილეობით დაიწყო, ხოლო მისი კინოკარიერა 1987 წელს დამთავრდა. გიშს „ამერიკული კინოს პირველი ლედის“ სახელით მოიხსენიებდნენ.
ლილიან გიში | |
---|---|
გიში 1921 წელს | |
დაბადების თარიღი |
14 ოქტომბერი, 1893 ოჰაიო, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
27 თებერვალი, 1993 (99 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, მწერალი |
აქტიური | 1902-1988 |
ნათესავები | დოროთი გიში (და) |
ცნობილი კინოვარსკვლავი 1912-იანი წლებიდან 1920-იან წლებამდე იყო. ასოცირდება რეჟისორ დ.ვ.გრიფითის ფილმებთან, მათ შორის არის მუნჯი ფილმის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, „ერის დაბადება“ (1915). მოგვიანებით დაბრუნდა სცენაზე, თუმცა იშვიათად ჩნდებოდა ფილმებში. განსაკუთრებით ცნობილია მისი როლები ფილმებში: დუელში მზეში (1946) და თრილერი „მონადირის ღამე“ (1955).
ტელევიზიაში აქტიურად მოღვაწეობდა 1950-იანი წლების დასაწყისიდან, 1980-იან წლებამდე. 1987 წელს გადაიღეს ფილმში, ვეშაპები და ამით მან დაამთავრა თავისი კინო-კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ იგი უფრო ცნობილი იყო კინემატოგრაფიული ნამუშევრებით, 1972 წელს შეიყვანეს ამერიკის თეატრის დიდების დარბაზში [3]
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებალილიან გიში 1893 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა ოჰაიოს შტატში, სპრინგფილდში. იყო მსახიობის, მერი რობინზონ მაკკონელისა და ჯეიმზ ლეგი გიშის პირველი შვილი.[4][5] ლილიანს ჰყავდა უმცროსი და, დოროთი, რომელიც მოგვიანებით, ლილიანის მსგავსად პოპულარული კინო-ვარსკვლავი გახდა.
დედა შოტლანდიელი ჰყავდა, მამა კი გერმანული ლუთერული წარმოშობის იყო. გიშის მამა ალკოჰოლიკი იყო და მან ოჯახი მიატოვა; დედამ კი, შვილების მხარდასაჭერად მსახიობობა დაიწყო. ისინი მოგვიანებით საცხოვრებლად აღმოსავლეთ სენტ-ლუისში, ილინოისში, გადავიდნენ საცხოვრებლად. სადაც ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ლილიანის დეიდასთან და ბიძასთან, ჰენრი და როუზ მაკონელებთან ერთად ცხოვრობდნენ. გიშის დედამ მოგვიანებით გახსნა ტკბილეულების სამზარეულო, გოგონები მას პოპკორნისა და ტკბილეულის გაყიდვაში ეხმარებოდნენ. ლილიანი თავის დასთან ერთად სწავლობდა წმინდა ჰენრის სკოლაში, სადაც ისინი ხშირად მონაწილეობდნენ სასკოლო სპექტაკლებში.
1910 წელს გოგონები მამიდა ემილისთან ერთად მასილონში, ოჰაიოს შტატში ცხოვრობდნენ, როდესაც მათ შეატყობინეს, რომ მათი მამა, ჯეიმზი ოკლაჰომაში ავად იყო. ჩვიდმეტი წლის ლილიანი ოკლაჰომაში გაემგზავრა, სადაც ცხოვრობდნენ ჯეიმზის ძმა და მისი მეუღლე, მაუდი. ლილიანი დეიდასთან და ბიძასთან დარჩა, სწავლობდა შონის საშუალო სკოლაში. მისი მამა 1912 წელს ნორმანში, ოკლაჰამაში გარდაიცვალა, თუმცა ამ დროისთვის, ლილიანი ოჰაიოში დაბრუნებული იყო.
როდესაც ტკბილეულის მაღაზიის გვერდით მყოფი თეატრი დაიწვა, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც გოგონები მეზობელი გლედის სმიტის კარგი მეგობრები გახდნენ. გლედისი მაშინ პატარა მსახიობი იყო, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, რეჟისორთან, დეივიდ გრიფიტთან. მოგვიანებით გლედისმა, სცენის სახელად, მერი პიკფორდი აირჩია. დოროთი და ლილიანი თეატრს შეუერთდნენ და ისინი ხშირად მოგზაურობდნენ. ასევე ასრულებდნენ სამოდელო სამუშაოსაც.[6]
1912 წელს გოგონების მეგობარმა, მერი პიკფორდმა დები რეჟისორ გრიფიტს გააცნო და ხელი შეუწყო მათ, რომ ''Biograph Studios''-თან კონტრაქტი გაეფორმებინათ. ლილიან გიში მალე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი ქალი გახდა; ამ დროს ის 19 წლის იყო, მაგრამ ქასთინგის დირექტორებს ეუბნებოდა, რომ იგი მხოლოდ 16 წლის იყო.[7]
კარიერა
რედაქტირებალილიან გიში სცენაზე პირველად 1902 წელს გამოჩნდა, ''პატარა წითელი სკოლის სახლში'', ოჰაიოში. 1903-1904 წლებში დედასთან და დასთან, დოროთისთან ერთად იყო გასტროლებში. შემდეგ წელს, ფრანგ მსახიობთან, სარა ბერნართან ერთად ნიუ-იორკში, სცენაზე ცეკვავდა.
10 წლიანი სცენაზე მსახიობობის შემდეგ, იგი პირველად გამოჩნდა ფილმში, "არნახული მტერი" (1912). მსახიობმა სცენაზე თამაში ისეც განაგრძო. 1913 წელს, ფილმში, A Little Little Devil-ის გადაღების დროს, მას ანემიისგან გული წაუვიდა. მან ამ პერიოდში კინოკარიერისთვის დიდი განსაცდელი გამოიარა და ამ რთულ პირობებში მუშაობამ მას ნერვული დაზიანებები მიაყენა.
გიში არასოდეს დაქორწინებულა და მას არასდროს ჰყოლია შვილი. მასსა და რეჟისორ, დეივიდ გრიფითს შორის იმდენად ახლო კავშირი იყო, რომ ზოგიერთს ეჭვი ჰქონდა, რომ მათ რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ლილიანს ეს არასდროს დაუდასტურებია. გიში სიცოცხლის ბოლომდე მას ყოველთვის მოიხსენიებდა, როგორც „მისტერ გრიფიტი“. მას ასევე ურთიერთობა ჰქონდა პროდიუსერთან ჩარლზ დუელთან და ედიტორ ჯორჯ ნათანთან. 1920-იან წლებში დუელმა გიშს უჩივლა და მათი ურთიერთობის დეტალები გაასაჯაროვა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია.[8]
1917 წელს იგი ევროპას ეწვია, მან მოგვიანებით აითვისა ფრანგული, გერმანული და იტალიური. ერთხელ ჯორჯ ჯინ ნათანმა შეაქო ლილიანის ნიჭი და იგი იტალიელ მსახიობს, ელეონორ დიუზს შეადარა.
მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, თავის დასთან დოროთთან და მსახიობთან, მერი პიკფორდთან. მისი კიდევ ერთი უახლოესი მეგობარი იყო მსახიობი ჰელენ ჰეიზი, „ამერიკული თეატრის პირველი ლედი“. ლილიანი იყო ჰეიზის ვაჟის, ჯეიმზ მაკარტურის ნათლია .
ლილიან გიში გარდაიცვალა გულის უკმარისობით, 1993 წლის 27 თებერვალს, 99 წლის ასაკში.[9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლილიან გიში — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- ლილიან გიში კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ლილიან გიში TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- ლილიან გიში დაარქივებული 2019-08-16 საიტზე Wayback Machine. ქალთა ფილმის პიონერთა პროექტში
- ლილიან გიშის ნაშრომები, 1909–1992, ჩატარდა ბილი როუზის თეატრის განყოფილებაში, ნიუ იორკის საშემსრულებლო ხელოვნების საჯარო ბიბლიოთეკა
- Lillian Gish, Helen Hayes, & Mary Martin Interview with Bill Boggs
- Lillian Gish's silent films on wide screen (Trailer)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Although there are unsupported claims that the Gish sisters were born with the surname "de Guiche", in fact their surname at birth was "Gish". According to Lillian Gish: Her Legend, Her Life (2001), a biography by Charles Affron: "The Gish name was initially the source of some mystification. In 1922, at the time of the opening of Orphans of the Storm, Lillian reported that the Gish family was of French origin, descending from the Duke de Guiche ... [S]uch press-agentry falsification was common."
- ↑ Theatre | Alexander Street, a ProQuest Company.
- ↑ Annie Berke, "'Never Let the Camera Catch Me Acting': Lillian Gish as Actress, Star, and Theorist," Historical Journal of Film, Radio, and Television 36 (June 2016), 175–89.
- ↑ Lillian Gish Biography. Bioandlyrics.com (February 27, 1993). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 3, 2009. ციტირების თარიღი: October 4, 2010
- ↑ "Pennsylvania Births and Christenings, 1709-1950," database, FamilySearch (https://familysearch.org/ark:/61903/1:1:V2NJ-LPH : 11 February 2018), Jas. Leonidas Gish, 11 Dec 1873; Christening, citing ZION EVANGELICAL LUTHERAN CHURCH, HUMMELSTOWN, DAUPHIN, PENNSYLVANIA; FHL microfilm 845,111.
- ↑ Oderman, Stuart (2000). Lillian Gish: A Life on Stage and Screen. McFarland & Co.. ISBN 9780786406449.
- ↑ Charles Affron (March 12, 2002). Lillian Gish: her legend, her life. University of California Press. ISBN 978-0-520-23434-5.
- ↑ Charles Affron (March 12, 2002). Lillian Gish: her legend, her life. University of California Press. ISBN 978-0-520-23434-5.
- ↑ Krebs, Albin (1993-03-01). „Lillian Gish, 99, a Movie Star Since Movies Began, is Dead (Published 1993)“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2020-10-24.