ლიკანდოსი (ბერძ. Λυκανδός) — ბიზანტიის ციხესიმაგრის და შესაბამისად სამხედრო პროვინციის სახელი. X-XI საუკუნეში ცნობილი იყო როგორც ლიკანდოსის თემი.

ისტორია რედაქტირება

ლიკანდოსის ციხესიმაგრე მდებარეობდა ქალაქ ელბისტანის ტერიტორიაზე, სამხრეთ თურქეთში, ანტიტავრის მთებზე. 903 წელს, სომეხი მლეჰი (მელიასი, ბერძნულ წყაროებში) დასახლდა აქ და ჩამოაყალიბა ნახევრად ავტონომიური სამმართველო[1]. ტერიტორია იყო მეტად სტრატეგიული მნიშვნელობის, რომელიც წარმოადგენდა ბიზანტია და მუსლიმური ემირატების დაპირისპირების ზონას, ის ასევე ანატოლიაში[1] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადასასვლელი იყო. 905 წელს, იმპერატორ ლეონ VI-ის წინააღმდეგ[2], ანდრონიკოს დუკასის წარუმატებელ აჯანყებაში მონაწილეობისთვის, მელიასი და სხვა დანარჩენი სომეხი დიდებულები გააძევეს ბიზანტიიდან. 908 წელს, ლეონმა მელიასი მოიწვია და მას ლიკანდოსის ციხის აღდგენა და დაუსახლებელი[1] სასაზღვრო ოლქის გამაგრება დაავალა. მელიასი დავალებას წარმატებით ართმევდა თავს; ოლქში არსებულ აუთვისებელ მიწას და უხვ საძოვრებს შეეძლო ხალხის და ცხენების საკვებით უზრუნველყოფა.  დაცლილ ოლქში სომხები ჩამოასახლეს. მელიასმა მალევე შეძლო მომიჯნავე მთიანი ოლქების გაკონტროლებაც[3].

არაბული წყაროები იუწყებიან, რომ ახალმა პროვინციამ, მნიშვნელოვანი საფრთხის წინ დააყენა მელითენეს საამირო. 909 წელს, ლიკანდოსის ციხეს, არაბები უშედეგოდ დაესხნენ თავს, მათ მხოლოდ უმნიშვნელო, მიმდებარე ტერიტორიების შემოერთება მოახერხეს[2][4]. ხოლო 915 წელს, მელიასის ჯარმა გააპარტახა არაბული ტერიტორიები. ლიკანდოსის მნიშვნელობა და ასევე მეთაურის წარმატებები მალევე იქნა აღიარებული, 916 წელს კი სამხედრო ოლქმა, თემის სტატუსი მიიღო[1][5]. 917 წელს, ლიკანდოსის ჯარმა, ბულგარეთის წინააღმდეგ ახელოოს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა[6].

X საუკუნეში, თემის ძალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბიზანტია-არაბეთის ბრძოლებში, განსაკუთრებით იოან კურკუასის ლაშქრობებში, რომელმაც შეძლო აღმოსავლეთ საზღვრები მდინარე ევფრატამდე გადაეტანა[1][7]. ასევე თემა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა X საუკუნეში არსებულ სამოქალაქო დაპირისპირებებში. 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, ტერიტორია თურქ-სელჩუკებმა დაარბიეს. 1108 წელს, იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა, ტერიტორია ანტიოქიის მართველს ბოემონდ I-ს ოფიციალურად გადასცა[1].

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Kazhdan 1991, p. 1258.
  2. 2.0 2.1 Whittow 1996, p. 316.
  3. Constantine Porphyrogennetos 1840, p. 33, 228.
  4. Kazhdan 1991, p. 1334.
  5. Treadgold 1997, p. 474.
  6. Whittow 1996, p. 316–317.
  7. Treadgold 1997, p. 479–481.