კურკუასები
კურკუასები (ბერძ. Κουρκούας, სომხ. Գուրգեն, „გურგენი“) — სომხური წარმომავლობის საგვარეულო, რომლებიც სხვა ნახარარებთან (დიდებულები) ერთად VII–IX საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიაში გადასახლდნენ მას შემდეგ, რაც სომხეთი არაბთა ბატონობის ქვეშ მოექცა. X საუკუნეში ისინი ანატოლიის სამხედრო არისტოკრატიის ნაწილი გახდნენ და ბიზანტიას რამდენიმე მაღალი რანგის მთავარსარდალი და იმპერატორი შესძინეს. ისინი ძირითადად ფოკებისა და სკლეროსების არისტოკრატიულ ოჯახებთან ქორწინდებოდნენ. XI და XII საუკუნისთვის მათ სამოქალაქო ბიუროკრატიაში გადაინაცვლეს.
ცნობილი წარმომადგენლები
რედაქტირება- იოანე კურკუასი (დაახლ IX ს.) — ჰიკანატების რაზმის დომესტიკოსი და ბასილი I-ის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე.
- იოანე კურკუასი (დაახლ. X ს.) — ზემოთხსენებულის შვილიშვილი, აღმოსავლეთის სხოლათა დომესტიკოსი და რომანოზ I ლაკაპენოსის განთქმული მთავარსარდალი.
- თეოფილოს კურკუასი — იოანეს ძმა, ხალდიის სატრატეგოსი და შემდეგ სხოლათა დომესტიკოსი.
- რომანოზ კურკუასი — იოანე კურკუასის ვაჟი და დასავლეთის სხოლათა დომესტიკოსი.
- იოანე კურკუასი — რომანოზის ვაჟი, აღმოსავლეთის სხოლათა დომესტიკოსი, დაიღუპა დოროსტოლონის ალყის დროს.
- იოანე I ციმისკე (დაახლ. 925–976) — თეოფილო კურკუასის შვილიშვილი, ბიზანტიის იმპერატორი 969–976 წწ.
- იოანე კურკუასი (დაახლ. XI ს.) — იტალიის კატეპანი 1008–1010 წწ.
- გრიგორი კურკუასი — ფილიპოპოლის დუქსი 1089–1091 წწ.
- მიხეილ II კურკუასი — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1143–1146 წწ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Andriollo, Lisa (2012), „Les Kourkouas (IXe-XIe siècle)“, Cheynet, Jean-Claude; Sode, Claudia, Studies in Byzantine Sigillography, 11, Berlin: De Gruyter, pp. 57–88, ISBN 978-3-11-026668-9, https://www.academia.edu/2074096/Les_Kourkouas_IXe-XIe_siecle_
- Cheynet, Jean-Claude (1996), Pouvoir et contestations à Byzance (963–1210), Paris: Publications de la Sorbonne, ISBN 978-2-85944-168-5, https://books.google.com/books?id=vicqWvzRLkYC
- Kazhdan, Alexander, რედ. (1991), Oxford Dictionary of Byzantium, Oxford and New York: Oxford University Press, pp. 1156–1157, ISBN 978-0-19-504652-6
- Stouraitis, Ioannis (2003), "Kourkouas Family", Encyclopaedia of the Hellenic World, Asia Minor (Athens: Foundation of the Hellenic World), http://www.ehw.gr/l.aspx?id=9099