სკლეროსები — დიდი ფეოდალური საგვარეულო ბიზანტიაში; თვალსაჩინო როლი ითამაშეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სკლეროსების სამშობლო იყო მცირე სომხეთი, მაგრამ გვარი ბერძნულია. პირველად იხსენიებიან IX საუკუნეში, ხოლო უკანასკნელი წარმომადგენელი დემეტრიოს სკლეროსი - 1362 წელს. სკლეროსები წლების მანძილზე წარუმატებლად იბრძოდნენ ცენტრალური ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. მათგან ცნობილები იყვნენ ბარდა სკლიაროსი (X საუკუნე), კონსტანტინე სკლეროსი (XI საუკუნე), რომანოზ სკლეროსი (XI საუკუნე), მარიამ სკლერაინა (XI საუკუნე) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება