ანტიტავრი, ანტიტოროსი (თურქ. Aladağlar) — მთები სამხრეთ თურქეთში, ცენტრალური ტავრის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. შედგება ორი პარალელური ქედისაგან: დასავლეთით თახთალის (მთა ბეი, 3075 მ) და აღმოსავლეთით — ბინბოღის (მთა ბინბოღა, 2830 მ). სიგრძე დაახლოებით 200 კმ.[1] აგებულია პალეოზოური და მეზოზოური ასაკის დანალექი ქანებით. ძნელმისადგომია, დანაწევრებულია სეიჰანისა და ჯეიჰანის აუზის მდინარეების ვიწრო და ღრმა ხეობებით.[1] ანტიტავრის ფარგლებშია ქაფუზბაშის ჩანჩქერი. სამხრეთში სუბტროპიკული წიწვიანი ტყეებია, ჩრდილოეთში — მშრალი სტეპები და ფრიგანის ტიპის ბუჩქნარი.[2] 1995 წელს ქედის კალთებზე შეიქმნა ალადაღლარის ეროვნული პარკი, რომელიც მოიცავს ბუნების მრავალ საინტერესო ობიექტს.[3] ანტიტავრი ტურიზმის პოპულარული ობიექტია.

ანტიტავრი
ანტიტავრი
ანტიტავრი
კოორდინატები: 37°49′ ჩ. გ. 35°10′ ა. გ. / 37.817° ჩ. გ. 35.167° ა. გ. / 37.817; 35.167
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
უმაღლესი წერტილი დემირქაზიქი
სიმაღლე 3756 
ფართობი 545 კმ²
სიგრძე 200 კმ
ანტიტავრი — თურქეთი
ანტიტავრი
  1. 1.0 1.1 Антитавр | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-06. ციტირების თარიღი: 2020-06-06.
  2. Kapuzbaşı Şelaleleri | Yahyalı Belediyesi
  3. Aladağlar Milli Parkı | Kayseri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-26. ციტირების თარიღი: 2020-06-06.