დემირქაზიქი
დემირქაზიქი (თურქ. Demirkazık Dağı) — მთა თურქეთში, ნიგდეს პროვინციაში. ტავრის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3756 მ. აგებულია კირქვებით. მოქცეულია ალადაღლარის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. 1800 მ-მდე ტყითაა დაფარული, უფრო მაღლა ბუჩქნარი და მდელოა. დემირქაზიქზე სამთო ასვლებისას რეგულარულად ფიქსირდებოდა უბედური შემთხვევები. უკანასკნელი 56 წლის განმავლობაში მთამ 18 ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა.
დემირქაზიქი | |
---|---|
დემირქაზიქი | |
კოორდინატები: 37°48′24″ ჩ. გ. 35°08′53″ ა. გ. / 37.80667° ჩ. გ. 35.14806° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი |
სიმაღლე | 3756 მ |
ქედი | ტავრი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დემირქაზიქი დაარქივებული 2010-12-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)