ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლიზა მარია პრესლი (ინგლ. Lisa Marie Presley; დ. 1 თებერვალი, 1968 — გ. 12 იანვარი, 2023) — მომღერალი. ელვის პრესლისა და მისი მეუღლის პრისცილა პრესლის ერთადერთი ქალიშვილი, მაიკლ ჯექსონისა და ნიკოლას კეიჯის ყოფილი მეუღლე.

ლიზა მარია პრესლი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1968
მემფისი, ტენესი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 12 იანვარი, 2023 (54 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი
საიტი [[1]]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
1968 ელვის პრესლი და პრისცილა პრესლი ლიზა მარიასთან ერთად.

მომღერალ ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი დაიბადა 1968 წლის 1 თებერვალს, მემფისში, აშშ.[1]

ლიზა მარია სწავლობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ძირითადად პანსიონში. იგი რამდენჯერმე გააძევეს ლოს-ანჯელესის სკოლებიდან ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემების, განსაკუთრებით კოკაინზე დამოკიდებულების გამო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი იყო ლოს-ანჯელესის საიენტოლოგიის ეკლესიის სკოლის მოსწავლე. [2][3]

საიენტოლოგიის ეკლესიაში ლიზა მარია და მისი დედა პრისცილა პრესლი ჯონ ტრავოლტამ წაიყვანა. გოგონამ  ნარკოტიკების მოხმარება 13 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ ეკლესიის აქტიური დახმარებით, 17 წლის ასაკში დასძლია ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება.

 
თვითმფრინავი ლიზა მარია გრეისლენდში

ლიზა მარიამ სასიმღერო კარიერა დაიწყო ცნობილ მსახიობთან, კომპოზიტორთან და მომღერალ ლინდა ტომპსონის გაცნობის შემდეგ, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ელვის პრესლისთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა.

ლიზა მარიამ სადებიუტო ალბომი გამოუშვა 2003 წლის აპრილში და მას უწოდა  Whom It May Concern.  მომდევნო ალბომი იყო  Now What.

2002 წელს მან და ბიზნესმენმა ნილ ბუშმა (პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ძმა) ერთად ისაუბრეს შეერთებული შტატების კონგრესის მოსმენაზე ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვების მედიკამენტოზური მკურნალობის წინააღმდეგ.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლიზა მარია ოთხჯერ იყო დაქორწინებული.

პირველი ქორწინება მუსიკოს დენი კიოსთან შედგა 1988 წლის 3 ოქტომბერს. ამ ქორწინებიდან დენის და ლიზა მარიას ორი შვილი ჰყავთ: ქალიშვილი, მსახიობი რილი კიო,[4] რომელიც დაიბადა 1989 წლის 29 მაისს და ვაჟი ბენჯამინ სტორმი, დაბადებული 1992 წლის 21 ოქტომბერს (2020 წლის 12 ივლისს, 27 წლის ასაკში, თავი მოიკლა ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ბინაში ქალაქ კალაბასში, კალიფორნია)[5].ლიზა მარია დაშორდა დენი კიოს 1994 წლის 6 მაისს.

განქორწინებიდან ორი კვირის შემდეგ, ლიზა მარია დაქორწინდა მაიკლ ჯექსონზე (1994 წლის 26 მაისი). საქორწინო ცერემონია გაიმართა დომინიკელთა რესპუბლიკაში, ქალაქ ალტოს-დე-ჩავონში, წმინდა სტანისლავის ეკლესიაში. [6]მიუხედავად იმისა, რომ მათმა ქორწინებამ წელიწადნახევარი გასტანა, წყვილის ურთიერთობა 2003 წლამდე გაგრძელდა.

ლიზა მარია ასევე იყო დაქორწინებული ნიკოლას კეიჯზე. თუმცა მათი ქორწინება მხოლოდ 3,5 თვე (109 დღე) გაგრძელდა.

2006 წელს მომღერალმა მეოთხედ იქორწინა, მისი რჩეული იყო მაიკლ ლოკვუდი, გიტარისტი და პროდიუსერი. 2008 წლის 7 ოქტომბერს ლიზა მარია პრესლის შეეძინა ორი ტყუპი ქალიშვილი ჰარპერი და ფინლი. 2016 წლის 13 ივნისს პრესლიმ შეიტანა განცხადება ლოკვუდთან განქორწინების შესახებ.

გარდაცვალება

რედაქტირება

2023 წლის 12 იანვარს პრესლის გული მოულოდნელად გაუჩერდა თავის სახლში (კალაბასასი, კალიფორნია). გულის ცემა საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გულის არაპირდაპირი მასაჟით აღუდგა.[7] იგი მოგვიანებით, იმავე დღეს გარდაიცვალა. პრესლი 54 წლის იყო.[8] საჯაროდ ბოლოს ოქროს გლობუსის მე-80 დაჯილდოებაზე თავის დედასთან, პრისცილა პრესლისთან, ერთად 2023 წლის 10 იანვარს გამოჩნდა.[9][10]

საიენტოლოგია

რედაქტირება

ლიზა მარია პრესლი საინტოლოგიურ ეკლესიაში დედამ მიიყვანა ჯონ ტრავოლტას რეკომენდაციით 1977 წელს. 2016 წელს (31 წლის შემდეგ), ლიზა მარიამ ოფიციალურად დატოვა საიენტოლოგიური ეკლესია თუმცა 2008 წლიდან უკვე გამოხატავდა უკმაყოფილებას ამ მიმდინარეობის მიმართ. [11]

ჯილდოები

რედაქტირება

ლიზა მარია პრესლი დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას. 2011 წლის 24 ივნისს ტენესის გუბერნატორმა ბილი ჰალსმანმა ოფიციალურად გამოაცხადა ლიზა მარია პრესლის საქველმოქმედო საქმიანობის აღიარების დღედ. ორი დღის შემდეგ ახალი ორლეანის მერმა მიტჩელ ჯ. ლანდრიუმ გადასცა სერტიფიკატი ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.[12]

გამოფენა  „ქალიშვილის თვალით დანახული ელვისი“

რედაქტირება

2012 წლის თებერვალში ლიზა მარიამ  გახსნა ახალი გამოფენა „ელვისი ... მისი ქალიშვილის თვალით“. ის ახლა შედის გრეისლანდის VIP ტურში და შეიცავს 200 ნივთს, რომლებიც ლიზა მარიასა და გრეისლანდის არქივების პერსონალის მიერ იქნა შეგროვებული და აღდგენილი. პერსონალური გამოფენის მსურველებს შეუძლიათ ნახონ საშინაო ფილმები, სათამაშოები, ნივთები, რომლებიც დაკავშირებულია ლიზას ბავშვობის მოგონებებთან.[13]

გრეისლენდში ასევე გამოფენილია თვითმფრინავი, Hound Dog II და რეაქტიული თვითმფრინავი Lisa Marie, რომელსაც ელვის პრესლიმ სახელი შვილის პატივსაცემად უწოდა.[14]

  1. https://i.pinimg.com/736x/35/db/08/35db082a9caf6a4d2847949037aa8022--king-creole-lisa-marie-presley.jpg
  2. "Lisa Marie Presley Biography: Songwriter, Singer (1968–)". Biography.com (FYI / A&E Networks). Retrieved February 20, 2017.
  3. Famous Americans: A Directory of Museums, Historic Sites, and Memorials. Scarecrow Press. September 26, 2013. p. 165. ISBN 9780810891869.
  4. Webber, Stephanie (February 5, 2015). "Riley Keough Marries Ben Smith-Petersen: Wedding Guest List, Details Revealed". Us Weekly. Retrieved February 5, 2015.
  5. Roberto, Melissa (July 14, 2020). "Benjamin Keough's death ruled a suicide by gunshot wound". Fox News. Retrieved July 16, 2020.
  6. Lisa Marie Presley Files for Divorce from Michael Lockwood
  7. Zurilla, Christie; Winton, Richard. Lisa Marie Presley rushed to hospital after suffering cardiac episode in Calabasas (12 იანვარი, 2023). ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2023
  8. Lisa Marie Presley, Daughter of Elvis and Priscilla, Dead at 54: 'The Most Strong and Loving Woman' (January 12, 2023). ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2023
  9. Bernabe, Angeline; Iervolino, Stephen. Lisa Marie Presley dead at 54: Associated Press en (2023-01-12). ციტირების თარიღი: 2023-01-13
  10. Lisa Marie Presley, daughter of Elvis, dies aged 54. BBC News.
  11. How Lisa Marie Presley became Scientology leader David Miscavige’s worst nightmare | The Underground Bunker. tonyortega.org. მიმართვის თარიღი 31 აგვისტო 2020.
  12. Honors, Lisa. "Lisa Marie Presley Honors". Word Press. Retrieved October 4, 2011.
  13. "Lisa Marie Presley Launches Elvis...Through His Daughters Eyes Exhibit". Elvis.com. Retrieved February 1, 2012.
  14. "Presley's New Graceland Exhibit". USA: ABC. Retrieved February 1, 2012.