ლივ ულმანი
ლივ ულმანი (ნორვ. Liv Johanne Ullmann; დ. 16 დეკემბერი, 1938) — ნორვეგიელი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ინგმარ ბერგმანის ათეულობით ფილმში მონაწილეობით.
ლივ ულმანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
16 დეკემბერი, 1938 ტოკიო, იაპონია |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
აქტიური | 1957-დღემდე |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში |
ბიოგრაფია
რედაქტირებალივ ულმანი დაიბადა ტოკიოში, გაიზარდა კანადაში, მსახიობის ოსტატობას სწავლობდა ლონდონში, მუშაობდა სტავანგერის თეატრში, მოგვიანებით კი ოსლოს ნაციონალურ თეატრში. მისი ვარსკვლავი ამობრწყინდა 1966 წელს, როდესაც იგი გადაიღეს (ბიბი ანდერსონთან ერთად) ინგმარ ბერგმანის ფილმში „პერსონა“ ელისაბედ ფოგელერის როლში.
მანამდე ულმანმა ითამაშა უმნიშვნელო როლები 5 ნორვეგიულ და 1 შვედურ ფილმში. ფილმ „პერსონის“ დამსახურებაა, რომ ლივმა მიიღო როლები ამერიკელი რეჟისორებისგან. აგრეთვე ითამაშა ბერგმანის მრავალ ფილმში. მისგან გააჩინა ქალიშვილი, რომელიც შვედეთში ცნობილი ჟურნალისტი იყო.
ლივ ულმანი ნომინირებული იყო „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო შემსრულებელი ქალი. ბერგმანთან მუშაობის პარალელურად, ულმანი ბრწყინავდა ბროდვეიზე და ჰოლივუდში, მრავალი როლის შესრულებით ჰენრი იბსენის პიესებში.
1977 წელს გამოვიდა ულმანის ავტობიოგრაფიული ნაშრომი „ცვლილებები“. 1990-იან წლებში კი დაკავდა რეჟისურით. 2008 წლის ივნისში ლივ ულმანმა უხელმძღვანელა XXX მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1966 | ფ | პერსონა | Persona | ელიზაბეტ ვოგლერი |
1968 | ფ | მგლის ჟამი | Vargtimmen | ალმა ბორგი |
1968 | ფ | სირცხვილი | Skammen | ევა როზენბერგი |
1969 | ფ | ვნება | En passion | ანა ფრომი |
1970 | ფ | ცივი ოფლი | Cold Sweat | ფაბიენ მარტინი |
1972 | ფ | ჩურჩული და კივილი | iskningar Och Rop | მარია |
1973 | ფ | სცენები ქორწინებიდან | Scener ur ett äktenskap | მარიანა |
1973 | ფ | დაკარგული ჰორიზონტი | Lost Horizon | კათრინი |
1976 | ფ | პირისპირ | Ansikte Mot Ansikte | ჯენი ისაკსონი |
1977 | ფ | ხიდი ძალიან შორს არის | A Bridge Too Far | კეიტ ტერ ჰორსტი |
1977 | ფ | გველის კვერცხი | The Serpent's Egg | მანუელა როზენბერგი |
1978 | ფ | შემოდგომის სონატა | Höstsonaten | ევა |
1989 | ფ | ვარდის ბაღი | The Rose Garden | გაბრიელა |