ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში (ლიეტ. Lietuvos Respublikos ambasada Gruzijoje (SAKARTVELE); — ლიეტუვის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში. საქართველოს და ლიეტუვას ახლო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლობის ყველა სფეროში. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს ქმნიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სფეროებში. მჭიდროა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.[1]

ლიეტუვის რესპუბლიკის გერბი

საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 16 სექტემბერს.[2]

2001-2005 წლებში ლიეტუვის რესპუბლიკის მიერ საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში ლიეტუვის საელჩოს მიერ. 2005 წელს საქართველოში გაიხსნა ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო.[3]

ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება