ანდრიუს კალინდრა
ანდრიუს კალინდრა (დ. 1975, კაუნასი, ლიეტუვა) — ლიეტუველი დიპლომატი. 2020 წლის ოქტომბრიდან ლიეტუვის ელჩი საქართველოში.
ანდრიუს კალინდრა | |
ლიეტუვის ელჩი საქართველოში | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | ოქტომბერი, 2020 |
დაბადებული | 1975 კაუნასი, ლიეტუვა |
ბიოგრაფია
რედაქტირება1997-2001 წლებში მუშაობდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების განყოფილებაში. 2001-2006 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში რუსეთის ფედერაციაში. 2006-2008 წლებში იყო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის სატრანსპორტო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. 2008-2009 წლებში იყო ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი. 2010-2012 წლებში – ლიეტუვის რესპუბლიკის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა ეუთოში, უფროსი მრჩეველი. 2012-2014 წლებში ლიეტუვას რესპუბლიკის ნიუ-იორკში მდებარე მუდმივი წარმომადგენლბოის უფროსი მრჩეველი, პოლიტიკური კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი, ლიეტუვის ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოში. 2014-2015 წლებში იყო ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2015-2020 წლებში იყო ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო და ევროკავშირის საქმეების ჯგუფის ხელმძღვანელი. 2020 წელს იყო ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2020 წლის ოქტომბრიდან არის ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელჩის ბიოგრაფია – ლიეტუვის საელჩო საქართველოში დაარქივებული 2021-02-02 საიტზე Wayback Machine.