ლიგნინი

ბიოპოლიმერი

ლიგნინი (ლათ. lignum – ხე, მერქანი) — რთული, პოლიმერული ნაერთი, რომელსაც შეიცავს ბოჭკოვანი მცენარეების უჯრედები. ლიგნინის დაგროვება უჯრედების გარსში იწვევეს უჯრედების გახევებას და ზრდის მათ მექანიკურ გამძლეობას. ფოთლოვანი ხეების მერქანში 20-30% ლიგნინი შედის, წიწვოვნებში — 50%. უმდაბლეს მცენარეებში (წყალმცენარეები, სოკოები) და ხავსებში ლიგნინი არ არის აღმოჩენილი. გახევებული უჯრედის გარსები თავისი ულტრასტრუქტურით რკინაბეტონს მოგვაგონებს. მისი მოლეკულა შედგება არომატული სპირტებისაგან. ძირითადი მონომერია კონიფერილის სპირტი.

ლიგნინი
ლიგნინი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
ტრადიციული სახელწოდებალიგნინი
კლასიფიკაცია
CAS 9005-53-2

თვისებები

რედაქტირება

ლიგნინი მოყვითალო-მოყავისფრო ამორფული ნივთიერებაა, წყალში და ორგანულ გამხსნელებში არ იხსნება; იღებება ფუძე საღებავებით და იძლევა ფენოლებისთვის დამახასიათებელ ფერად რეაქციებს.

მიღება და გამოყენება

რედაქტირება

მრეწველობაში ლიგნინს იღებენ როგორც ცელულოზის წარმოების და მცენარეულ მასალათა ჰიდროლიზის ნარჩენს. ლიგნინი მნიშვნელოვანი ქიმიური ნედლეულია. სულფატური ლიგნინი შეიძლება გამოვიყენოთ სინთეზური კაუჩუკის, კერამიკის წარმოებაში და ა.შ. ჰიდროლიზებულ ლიგნინს იყენებენ ლიგნინის ნახშირის და გააქტიურებული ნახშირის მისაღებად, ფორიანი აგურის წარმოებისას, ნიტროლიგნინის გამომუშავებისას.

ლიგნინი მედიცინაში

რედაქტირება

მედიცინაში ლიგნინს, ანუ ხის ბამბას უწოდებენ თხელ გოფრირებულ ფირფიტებს, რომლებსაც იყენებნ ნახვევებისთვის. ღებულობენ წიწვოვანი მერქნის მექანიკური და ქიმიური დამუშავებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება