ლია ფანჩულიძე

ქართველი ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი.

ლია ფანჩულიძე (დ. 23 აგვისტო, 1957, თბილისი) — ქართველი ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1981-1984 წლებში მუშაობდა თბილისის მე-2 სამშობიარო სახლში. 1984-1988 წლებში ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში. 1989 წლიდან ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომისა მეანობა-გინეკოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „რკინადეფიციტური მდგომარეობის, როგორც ორსულობის შეწყვეტის რისკ-ფაქტორის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, დაიცვა 1995 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 272

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება