ლია მიქაძე

ქართველი ტელეწამყვანი

ლია მიქაძე (დ. 3 მაისი, 1936, თბილისი — გ. 10 ნოემბერი, 2022, თბილისი[1]) — საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი.

ლია მიქაძე
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1936
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 2022 (86 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
საქმიანობა ტელეწამყვანი
ორგანიზაცია საქართველოს ტელევიზია

ბიოგრაფია რედაქტირება

ლია მიქაძე 1936 წლის 3 მაისს, თბილისში დაიბადა. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდა. 1956 წელს, როდესაც საქართველოს პირველი ტელეხედვის მოწყობა დაიგეგმა და დიქტორების (წამყვანების) ძებნა დაიწყეს, მიხეილ თუმანიშვილმა პირველკურსელ ლია მიქაძეს კონკურსში მონაწილეობა ურჩია.[2] კომისიამ ის ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად შეარჩია და დიქტორად დანიშნა. 1956 წლის 30 დეკემბერს, როდესაც საქართველოს პირველი ტელევიზია გაიხსნა, ეკრანიდან მაყურებელმა პირველი ლია მიქაძე დაინახა. მიქაძე საქართველოს ტელევიზიაში 2004 წლამდე მუშაობდა.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.[3]

გარდაიცვალა 2022 წლის 10 ნოემბერს.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 „გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 2022-11-10.
  2. გოგნიაშვილი, თეონა. „მიშა თუმანიშვილმა კონკურსზე ჩემი ფოტოები ისე გააგზავნა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი“. Sputnik Georgian. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს ვარსკვლავს გაუხსნიან“. reportiori.ge. 5 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)