ლია დოლიძე

ქართველი მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლია დოლიძე (დ. 1 სექტემბერი, 1946 — გ. 14 თებერვალი, 2022) — ქართველი მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე.

ლია დოლიძე დაიბადა ქალაქ ლონდონში. 1970 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1971–1972 წლებში მუშაობდა ტელერადიო კომიტეტში მუსიკალურ რედაქტორად. 1972–1975 წლებში იყო ხელოვნებათმცოდნეობის საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1980–1988 წლებში კი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1988–1989 წლებში მილანის მუსიკალური გამომცემლობა Ricordi-ს სტაჟიორი. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის დოცენტი 1988 წლიდან. ამასთან ერთად ლია დოლიძე იყო მილანის მუსიკალური გამომცემლობის წევრი 1989 წელს. 1995 წელს ლონდონის ენციკლოპედიის „The New Grove Dictionary of Music and Musicians“ კონსულტანტი ქართული მუსიკის სფეროში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები: „გუსტავ მალერი“, („საბჭოთა ხელოვნება“ 1970, N7) „პროგრესისა და განმანათლებლობის გზით“ („საბჭოთა ხელოვნება“ 1986, N2).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ბიოგრაფიული ცნობარი., თბ., 1996-97, გვ. 71

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლია_დოლიძე“-დან