ლიანა დავლიანიძე
ლიანა სევერიანის ასული დავლიანიძე (დ. 26 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. დეკემბერი, 2012) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1992).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1952). 1954–1955 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში. შეისწავლა და გამოაქვეყნა თმოგვის ციხის მიდამოების სომხური ეპიგრაფიკული ძეგლები (1959). 1956–1990 მუშაობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში. თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს სომხური საისტორიო მწერლობის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი შესავალი წერილითა და შენიშვნებით: მხითარ გოშის „ალვანეთის ქრონიკა“ (1968), ზაქარია აგულეცის „დღიური“ (1979), იაკობ შემახელის „თამაზ ყული-ხანის ლაშქრობანი“ (1978), აბრაჰამ ერევანცის „ომების ისტორია“ (1976). ეს ნაწარმოებები მოიცავს მდიდარ მასალას საქართველოს ისტორიის შესახებ. აქვს მხატვრული თარგმანიც. 1990–2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. კითხულობდა საქართველოს ისტორიის კურსს (უძველესი დროიდან XIX ს-მდე). დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლით (1976).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ქრონოგრაფიული ისტორია (მთარგმნელი). - თბილისი, მეცნიერება, 1990;
- Значение армянских источников ХVIII века для истории Грузии, Тб., 1985.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 293.