ლეღვანის წმინდა გიორგის ეკლესია
ლეღვანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში. რაიონული ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 12 კილომეტრში.
აღწერა
რედაქტირებალეღვანის წმინდა გიორგის ეკლესია ბერძენი ოსტატების მიერაა აშენებული, იგი დარბაზული ტიპისაა, ნაგებია დამუშავებული ნატეხი ქვით. კუთხეები კვადრებითაა გამოყვანილი. დასავლეთიდან მიდგმულია სამ სართულიანი სამრეკლო. დასავლეთიდან ეკლესიას მიშენებული აქვს ახალი სამნაწილიანი კარიბჭე, რომლის ფარგლებშია მოქცეული თავდაპირველი სამსართულიანი სამრეკლო. ინტერიერი შელესილია, ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებულია კედლის ბრტყელი თაღებით, საკურთხევლის წინ მოწყობილია ახალი კანკელი. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელებს ჯვრისა და სიცოცხლის ხის რელიეფური გამოსახულებებით მორთული თლილი ქვის პორტალები ამკობს. შედარებით მოკრძალებულია სამხრეთი პორტალი, რომლის გამშვენების მცდელობას წარმოადგენს არქიტრავის ახლად დადებულ ქვაზე ამოკაწრული ჯვრის ამაღლების კომპოზიცია. ჩრდილოეთ შესასვლელს ტიმპანის არეში ჩასმული აქვს გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგის რელიეფი, ხოლო დასავლეთ შესასვლელს ტიმპანის მაცხოვრის თავის გამოსახულება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16362