ლექსო თორაძე

ქართველი მუსიკოსი

ალექსანდრე (ლექსო) თორაძე (დ. 30 მაისი, 1952, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 11 მაისი, 2022) — ქართველი მუსიკოსი და პედაგოგი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980)[2]. ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ვაჟიშვილი.

ლექსო თორაძე

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალექსანდრე თორაძე
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1952(1952-05-30)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 11 მაისი, 2022(2022-05-11)[1] (69 წლის)
გარდ. ადგილი საუთ-ბენდი[1]
ლექსო თორაძე ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

1969 წელს ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1970 წლიდან სწავლა განაგრძო პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც დაამთავრა 1975 წელს. 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – II პრემია. 1983 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეწეოდა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.[3]

გარდაიცვალა 2022 წლის 11 მაისს, 69 წლის ასაკში.[3] 31 მაისს, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2007, გვ. 113

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Classic FM — 1992.
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1980. №6 გვ. 6
  3. 3.0 3.1 „გარდაიცვალა პიანისტი ლექსო თორაძე“. 1TV. 11 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „პრეზიდენტმა პიანისტი ლექსო თორაძე, სიკვდილის შემდეგ, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა“. 1TV. 31 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)